"გარდიანის" რჩეულთა სიაში მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე" მოხვდა
"გარდიანის" რჩეულთა სიაში მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე" მოხვდა
ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" პერმანენტულად აქვეყნებს სტატიებს, სადაც მისი ავტორები მკითხველს ურჩევენ, თუ რომელი წიგნები წაიკითხონ დასვენების დღეებში. 11 ივლისს გამოქვეყნებულ ასეთ სარეკომენდაციო სტატიაში ბრიტანელი ნოველისტი და სცენარისტი უილიამ ბოიდი მკითხველს სამი წიგნის წაკითხვას ურჩევს, რომელთაგან ერთ-ერთი მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე" გახლავთ.

"სამი საოცრად შთამბეჭდავი წიგნი გამოიცა წელს, რომლებიც არ არიან სიკეთით სავსენი. მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე" მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის სარდონულ - ავანტიურისტული შედევრია, რომელიც როგორც იქნა, ხელმისაწვდომი გახდა ინგლისურ
ენაზე. მშვენიერი თარგმანის ავტორი დონალდ რეიფილდი გახლავთ. ეს არის სკაბრეზული, ემოციური ისტორია რადიკალური ანტაგონისტისა, რომელიც ცდილობს წინ აღუდგეს სტალინის რუსეთის დემონებს.


მეორე წიგნი გახლავთ ნორა ჩესლერის "ბებია გავყოთ მაიმუნზე უდროს კოსმოსს". მესამე კი გახლავთ ტომას მოგფორდის კრიმინალური ტრილერი "მძინარე ძაღლები", - წერს ბრიტანელი მწერალი უილიამ
ბოიდი.

Ambebi.ge
gavazeli
27 ივლისი 2015 09:29
რამხელა აღიარებაა, მაგრამ ვატყობ, ეს ნიუსი არავის აინტერესებს. არც არავინ მოუკლავთ, არც არავის ჩაუხდია.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები