"მალე­ნამ" მონიკა წარმატების პიკზე აიყვანა. ლამაზმანი ხელს მრავალნულიან კონტრაქტებს აწერდა
10-08-2015
"მალე­ნამ" მონიკა წარმატების პიკზე აიყვანა. ლამაზმანი ხელს მრავალნულიან კონტრაქტებს აწერდა
მას შემდეგ, რაც ვენსანსა და მონიკას მეორე ქალიშვილი შეეძინათ, ჭორები ისევ აგორდა.­ წყვილს ურთიერთღალატში
სდ­ებდნენ ბრალს...

მონიკა ბელუჩი: "არასდროს იცი, ეს კავშირი რამდენ ხანს გასტანს, ჰოდა, მეც არასდროს ვიცოდი, ერთად რამდენ
ხანს ვიქნებოდით"

"ჩვენ ორი ცალ-ცალკე აღებული ცხოვრებით ვცხოვრობდით, ცალ-ცალკე სამყარ­ოში, რომელიც ზოგჯერ გადაიკვეთებოდა და შეხების ერთ წერტილს ქმნიდა",“-  ასე ახასიათებს პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი იტალიელი მსახიობი ქალი მონიკა ბელუჩი ყოფილ მეუღლესთან, ვენსან კასელთან 17-წლიან ურთიერთობას. ვერც მრავალ­წლიანმა სიყვარულმა, ვერც 12-წლიანმა
ქორწინებამ და ვერც ორმა საერთო შვილმა­ ვერ დააზღვია ისინი დაშორებისგან. 2013 წელს ცოლ-ქმარი ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო...

მონიკა და ვენსანი ერთმანეთს ფილმ "ბინის" გადაღებებზე შეხვდნენ. იმ დროისთვის ვენსანი უკვე ცნობილი ფრანგი მსა­ხიობი გახლდათ და ძალიან აღშფოთდა, როდესაც შეიტყო, რომ მისთვის პარტნიორობა უცნობ
მოდელს უნდა გაეწია, რომელიც ლამაზი სახისა და შთამბ­ეჭდავი ბიუსტის გარდა ვერაფრით დაიტრაბახებდა. ქალთა გულების მპყრობელი ვენსანი მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სწორედ ეს შავგვრემანი ლამაზმანი გახდებოდა მისი ცხოვრების მთავარი ქალი. მონ­იკამ ეს ძალიან მალე დაამტკიცა, როდესაც შესრულებული როლისთვის პრემია "სეზარი" ერგო. აი, მაშინ კი ვენსანს მისი ნიჭის აღიარებამ მოუწია. ეს იყო 1996 წელს. ამის შემდეგ არაერთ ფილმში ითამაშეს ერთად. მონიკას სილამაზით კასელი მონუსხული იყო, ბელუჩიმ კი მოულოდნელად განა­ც­ხადა, რომ თავისუფალი ურთიერთობა  და ცალკე ცხოვრება ხიბლავდა. მოგვიანებით მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ბელუჩიმ აღიარა, რომ კასელი ღირსეულ სატრფოდ არ მიაჩნდა.“შეყვარებულის თავქარიანი ბუნების გამო მონიკამ ურთიერთობაში თავ­იდანვე საზღვრები დააწესა:“"შენ შენთვის იცხოვრებ, მე - ჩემთვის", - განუცხადა კასელს... კასელი ცხოვრებას ძველებურად პარიზში განაგრძობდა, ხოლო მონიკა - ლონდონსა და რომში. სერ­იოზულ დაახლოებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ზუსტად სამი წელიწადი ემუდარებოდა კასელი მონიკას, ხელსა და გულს სთხოვდა, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე და ამაყი იტალიელი ქალი გაუტეხელი იყო.

როგორც იქნა, 1999 წელს წყვილი დაქორწინდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კასელი ავტოკატასტროფაში მოყვა.“"რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ქვრივობა უფრო ლოგიკური იქნებოდა, ვიდრე ყოფილი საყვარლის სტატუსი. ხანდახან ვფიქრობ, რომ მეორე ნახევრებს ჩვენ არ ვირჩევთ, ასე თავ­ისთავად ხდება და არასდროს იცი, ეს კავ­შირი რამდენ ხანს გასტანს, ჰოდა, მეც არასდროს ვიცოდი, ერთად რამდენ ხანს ვიქნებოდით".
ხელის თხოვნას მსახიობი ასე იგო­ნებს:“"ვენსანს აეროპორტიდან მოვყავდი, უეცრად შუა ქუჩაში ავტომანქანა გააჩერა, ბეჭედი მომაწოდა­ და მითხრა: "რადგან სამი თვე უჩემოდ უნდა იწანწალო, აი, ჩემგან საჩუქარი". მხრები ავიჩეჩე და მადლობა­ გადავუხადე. კასელი შეცბა, მერე თვალებში ჩამხედა, გადაიხარხარა და მითხრა: "ვიხუმრე. მინდა ცოლად გამომყვე". ამის შემდეგ უარის თქმა ვეღარ გავბედე.

ყველას გასაოცრად, ქორწილის შემდეგ ვენსანმა და ბელუჩიმ ცხოვრება ძველებურად განაგრძეს. მონიკამ ლონდონსა­ და რომში, ხოლო ვენსანმა - პარიზში. ერთ-ერთ ინტერვიუში ახალგამომცხვარმა ცოლმა­ განაცხადა: "სიყვარული თავისუფ­ლებისა და ურთიერთპატივისცემის სა­ფ­­­­უძველზე ცოცხლობს. ჩვენ არავინ გვეკ­უ­თვნის - არც საყვარელი მამაკაცი და არც შვილები. იტალიაა ჩემი სახლი, მაგრამ ვენსანს უნდა, რომ დროის დიდი ნაწილი საფრანგეთში გავატაროთ.

ზოგჯერ ნორმალურ ოჯახურ ცხოვრებასაც ვახერხებთ­ - ყველანი ერთად, მაგრამ მეტწილად მაინც მოხეტიალე მსახიობებად ვრჩებით, ხან ვენს­ანია გადაღებებზე, ხან - მე. ბავშვების გამო ვცდილობთ, ჩვენი გრაფიკი ისე ავაწყოთ, რომ შვილებთან ერთ-ერთი მაინც ვიყოთ".

მეუღლის თავისუფლებისმოყვარე აზრების გამო ვენსანი ძალიან ეჭვიანობდა და მონიკას მოთმინებ­იდან გამოყვანას სხვა ხერხით, სხვა­დასხვა ლამაზმანთან გაბმული ინტრიგებით ცდილ­ობდა, მაგრამ მისი მცდელობა ფუჭი გამოდგა, მონიკას მისი ახირ­ებებისთვის არ ეცალა.
ფილმმა "მალე­ნამ" მისი კარიერა ახალ საფე­ხურზე აიყვანა. ლამაზმანი წარმატების პიკზე იყო და ხელს მრავალნულიან კონტრაქტებს აწერდა.

პირველი შვილის დაბადებიდან ხუთი თვის შემდეგ მონიკა კიდევ­ ერთ ფილმში, "რა ღირხარ", გადაიღეს. მსახიობი მსუბუქი ყოფაქცევის ქალს განასახიერებს.“"მზრუნველი დედისგან მსუბუქი ყოფაქცევის ქალად გარდავისახე, - სიცილით იხსენებს მონიკა, - გადაღებებზე ბავშვთან ერთად დავდიოდი, მივირბენდი, ძუძუს ვაჭმევდი და უკან, გადასაღებ მოედანზე გავრბოდი".

2010 წელს წყვილს მეორე ქალიშვილი შეეძინა და მალე მათი ცალ-ცალკე ცხოვ­რების შესახებ ჭორები ისევ აგორდა.­ მათ ურთიერთღალატში სდ­ე­ბდ­ნენ ბრალს...

რამ განაპირობა ვენსანისა და მონიკას დაშორება, მათ გარდა ხეირიანად არავინ­ იცის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 17 წლის განმავლობაში დაშორებაზე არაერთ­ხელ უფიქრიათ, მაგრამ ყოველ ჯერზე ოჯახის შენარჩუნებას ახერხებდნენ. 2013 წელი მათი სიყვარულისთვის ფატალური აღმოჩნდა.
ვენსანის აღიარება სენტიმენტალურად ჟღერს: “"რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეკითხა, სამყაროს დასასრულამდე ხუთი წუთით ადრე რას გააკეთებდიო, ვეტყოდი, რომ პარაშუტით გადმოვხტებოდი, მაგრამ ახლა გეტყვით, რომ ჩემს ცოლთან სიყვარულით დავკავდებოდი!"

მომზადებულია
ინტერნეტმასალების მიხედვით

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით