"ქართველი ქალბატონების სტილში ინდვიდუალიზმი დაიკარგა" - ბათუმელი დიზაინერის მოსკოვური კარიერა
21-08-2015
"ქართველი ქალბატონების სტილში ინდვიდუალიზმი დაიკარგა" - ბათუმელი დიზაინერის მოსკოვური კარიერა
"ჩემი შემოქმედება ჩემი სამშობლოთია გაჟღენთილი"

"მთელს მსოფლიოში სიყვარულის დეფიციტია. ვფიქრობ, რომ მტერს სიყვარულით უნდა დაუპირისპირდე. ასეთი დამოკიდებულება რაღაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს"


გოგა ნიქაბაძე ბათუმელი დიზაინერია, თუმცა ამჟამად მოსკოვში მოღვაწეობს. წელს მთელი ზაფხულით მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა და 10 აგვისტოს ბათუმში ნამუშევრების ჩვენებაც მოაწყო. ქართველ მოდელებთან ერთად, პოდიუმზე ორი რუსიც იყო, სლავა ზაიცევის სამოდელო სახლიდან. როგორც დიზაინერი ამბობს, ჩემი მეგობრები ჩამოვიყვანეო...

გოგა ნიქაბაძე ბათუმში ხელოვანების გარემოცვაში გაიზარ
და, - დედა ბათუმის თეატრში მუშაობდა და ამიტომ ბავშვობაში იქ ყოფნა ხშირად უხდებოდა, თავადაც იდგა სცენაზე, რადგანაც თეატრალურ სტუდიაში დადიოდა. მღეროდა კიდეც, მაგრამ როგორც ამბობს, საბოლოოდ არჩევანი მოდის სასარგებლოდ გააკეთა, რადგანაც ბავშვობიდან ხატავდა და თოჯინებს სამოსს უკერავდა.
დღეს წარსულს, ბავშვობას, ბათუმში გატარებულ წლებს, როგორც ლამაზ ფილმს ან სიმღერას, ისე ისხენებს.

-
დედას მეგობრები ყოველთვის გემოვნებით იცვამდნენ, მათი სამოსი და ზოგადად წარსულის კადრები, ახლა რომ ვიხსენებ, საოცრად მომხიბლავი და მრავალფეროვანია. თეატრში ყოველთვის პირველ იარუსზე ვიჯექი და ყველა რეპეტიციას "ვაკონტროლებდი".
ბებია დიზაინერი გახლდათ, საქორწილო კაბების სალონი ჰქონდა, სადაც კაბების დიზაინს თავად ქმნიდა, იღებდა შეკვეთებს. მე მის სალონში ლამაზ-ლამაზი დეტალებით ვერთობოდი. თეატრალურ სტუდიაში დავდიოდი, სადაც მუსიკალურ სპექტაკლებს, მიუზიკლებს დგამდნენ, ჩემთვის კოსტიუმებს თავად ვხატავდი და დიზაინსაც მევე ვაკეთებდი. გარდამავალ ასაკში სიმღერა შევწყვიტე და მოდის სფეროში გადავინაცვლე. უკვე 14 წელია, მოდას ვემსახურები, აქედან მეხუთე წელია, მოსკოვში ვსაქმიანობ და ტრადიციულად "მერსედესის მოდის კვირეულზე" ჩემს კოლექციას წარმოვადენ ხოლმე. ჩემი ბრენდი იქ პოპულარულია, ჩემს სამოსს ბევრი იქაური ვარსკვალავი იცვამს. ზაფხულში მშობლიურ ქალაქში ჩვენება გავმართე და საზაფხულო კოლექცია წარმოვადგინე.

- ვიცი, რომ თქვენს ნამუშევრებს მხოლოდ სამოსი არ შეადგენს...
- კი, არის ფეხსაცმელი, ბიჟუტერია...

- 5 წელია, რაც მოსკოვში ხართ, მაგრამ როგორც ჩანს, ბათუმს ბოლომდე ვერ ტოვებთ.
- საქართველოში არ არის დიდი მასშტაბები. არადა, თუ გინდა, რომ შემოქმედებითად გაიზარდო, მის საზღვრებს უნდა გასცდე.

- კი, აქ პატარა ბაზარია და ამ მიმართულებით სპეციალისტების რეალიზება ძალიან რთულია...
- ჰოდა, როცა მომეცა შანსი მოსკოვში წავსულიყავი, წავედი და სლავა ზაიცევის სამოდელო სახლში ქეთი დოლიძის დახმარებით მოვხვდი. მოდის ლაბორატორიაში სტაჟირტება გავიარე. მერე ისე მოხდა, რომ ზაიცევს მოეწონა ჩემი ნამუშევრები და მოსკოვში დარჩენა შემომთავაზა, რაზეც ცხადია, უარი არ მითქვამს და დავრჩი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქაურობა აღარ მიყვარს. ჩემი ქვეყანა, ქალაქი ჩემშია... თუ ჩემს ჩვენებებს ნახავთ და ჩემზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს წაიკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ ჩემი შემოქმედება ჩემი სამშობლოთია გაჟღენთილი.

- კარგია, რომ შრომა გიფასდებათ, მაგრამ ამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურად არაჯანსაღი ურთიერთობაა. პოლიტიკურად დალაგებული სიტუაცია არ არის. ეს დისკომფორტს არ გიქმნით?
- პოლიტიკოსების პრობლემაა, თუ ერთმანეთში ვერ თანხმდებიან. მე მართლა შორს ვარ პოლიტიკისგან. არადა, რუსეთში იმდენი ახლობელი და მეგობარი მყავს, წლების წინ ისეთი კავშირებია დამყარებული, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკა ვერ წაშლის. საერთოდ, კი პოლიტიკა ნაკლებად მაინტერესებს და ამ სფეროს წარმომადგენლების წრეშიც არასდროს ვტრიალებ.

- გასაგებია, რომ აპოლიტიკური ადამიანი ხართ, მაგრამ არასდროს გიფიქრიათ, რომ ერთი ჩვენება ამ თემისთვის რაღაც ფორმით მიგეძღვნათ?
- არანაირად. ჩემი დამოკიდებულება და პოზიციაა - სიყვარული პროფესიისადმი, ყველაზე ღირსეული პასუხია ამ ყველაფერზე. აგრესიას აგრესიით არ უნდა უპასუხო, საერთოდ, მთელს მსოფლიოში სიყვარულის დეფიციტია. ვფიქრობ, რომ მტერს სიყვარულით უნდა დაუპირისპირდე. ასეთი დამოკიდებულება რაღაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

- რითი განსხვავდებიან რუსი მოდის მოყვარულები ქართველებისგან?
- რუსი "მოდნიცები" უფრო გემოვნებით იცვამენ. უახლოეს ტრენდები აცვიათ, რითაც ყურადღების ცენტრში ხვდებიან. უბრალოდ გული მწყდება, რომ ქართველი ქალბატონების სტილში ინდვიდუალიზმი დაიკარგა, არადა, ადრე სამაგალითოები იყვნენ. თითქოს ყველა ერთად რაღაც უნიფორმას ატარებს. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თითოეულს ერთი და იგვივე ქსოვილი, თარგი, ფორმა აცვია.

- სლავა ზაიცევზე ცნობილ რუს დიზაინერზე რას გვეტყვით. როგორც აღნიშნეთ, ის თქვენი მასწავლებელია, რომელმაც წინსვლის საშუალებაც მოგცათ, ხელი შეგიწყოთ...
- ფანტასტიკური ადამიანია, ყველა ინტერვიუშიც მაგას აღვნიშნავ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია მსოფლიოში. როდერსაც ნიჭიერ ახლგაზრდას ხედავს, ეხმარება. ხელს უწყობს იმაში, რომ პრაქტიკა გაიაროს მის სამოდელო სახლში, რაც ნებისმიერი დამწყები დიზაინერისთვის უდიდესი წარმატებაა.
როცა ჩემი ნამუშევრები მოეწონა (სატჟირების პერიოდში თვალს ადაევნებდა ჩემს მუშაობას), შემომთავაზა, - არ გინდა, მოსკოვურ ბომონდს აჩვენო შენი ნახელავიო? მითხრა, შენ საკუთარი ხელწერა გაქვსო. მერე მოდის კვირეულის პრეზიდენტთან წარმადგინა, შეაფასეთო. იქიდან ძალიან მალე მიწვევა გამომიგზავნეს და მონაწილეობა მივიღე "შოურუმში", სადაც ჩემი კოლექცია კარგად გაიცნეს. მოკლედ, მოდის მოყვარეულებმა შეაფასეს კოლექცია, შემდეგ სეზონზე უკვე პირველი ჩვენება მოვაწყვე და იქიდან დაიწყო ჩემი წინსვლა.

- სიმღერაზე საბოლოოდ თქვით უარი?
- ჩემი საქმით იმდენად დაკავებულ ვარ, რომ "კარაოკეშიც" კი ვეღარ დავდივარ. თითქოს ეს კარი კარგად მივხურე. თუმცა ეკა კვლიაშვილთან ორი დუეტრი მაქვს ჩაწერიოლი. ჩემი უახლოესი მეგობარია...

- ე.ი. მოკოვში ცხორება თქვენთვის კომფორტულია, ხომ?
- მოსკოვი ისეთი ქალქია, ან მიგიღებს, ან იქ ვერასოდეს ვერაფერს გააკეთებ. შემიძლია ვთქვა, რომ მოსკოვმა მარტივად მიმიღო, რამაც მეტად თვითდაჯერებული გამხადა...

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)
ლადო
25 აგვისტო 2015 16:07
გისურვებ წარმატებებს
ana kalandadze
25 აგვისტო 2015 10:26
gogaa bavshvobashi gadamagdo shenma intervium, sheni 1 samodelo saagentos erterti wevri mec viyavii:-) zalian mixaria eset warmatebas ro agwev cxovrebashii, shen amas namdvilad imsaxureeb goga :-*
Russi
24 აგვისტო 2015 15:50
Dzalian nichieri da utbilesi adamiani!!! Uamravi carmateba goga!!!

რედაქტორის რჩევით