"ქართველები თითქმის უნაკლოები ხართ, მაგრამ რატომ ყრით ყველგან ნაგავს?!"
31-08-2015
"ქართველები თითქმის უნაკლოები ხართ, მაგრამ რატომ ყრით ყველგან ნაგავს?!"
რას ჰყვება საქართველოზე შეყვარებული ჰოლივუდელი რეჟისორი, რომელიც გოგა ხაინდრავასთან ერთად ქართულ ტელესერიალზე მუშაობს

"ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ ოდესმე მომიწევს საქართველოს დატოვება და ამაზე ფიქრი ძალიან მიმძიმს. ჩემი მშობლები ხანდაზმულები არიან და მათზე უნდა ვიზრუნო", - ამბობს ამერიკელი თომას ბერნსი, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს და ახლა რეჟისორ გოგა ხაინდრავასთან ერთად ქართულ ტელესერიალზე მუშაობს...

- ათი წელი ჰოლივუდში გავატარე. თავიდან ოპერატორის ასისტენტად, შემდეგ განათების დეპარტამენტში ვმუშაობდი... ვთანამშრომლობდი ჰოლივუდის ცნობილ
მსახიობებთან, მათ შორის, რობერტ დე ნიროსა და სხვა ვარსკვლავებთან...

- საქართველოში როდის ჩამოხვედით?
- 90-იანი წლების ბოლოს ორი წელი ვიცხოვრე საქართველოში. მინდოდა, მემუშავა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რომელმაც ორი ომი გადაიტანა. ძალიან რთული დრო იყო. ბევრმა იმ წლებში ქვეყანა დატოვა, შემდეგ ნაწილი დაბრუნდა და დასავლური ღირებულებები ჩამოიტანა...
მაშინ ძალიან მომეწონა საქართველო და ისევ მომინდა დაბრუნება. უკვე მეორე წელია აქა ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ. ყოველთვის ვადარებ საქართველოს ახლანდელ მდგომარეობას 90-იან წლებს და ვხედავ, რომ წარმოუდგენელი წინსვლაა. კარგად მახსოვს, ეზოში ცეცხლი ენთო, მთელი კორპუსი ამზადებდა საჭმელს და მუდმივად შუქს ითხოვდნენ. ახლა საქართველოში­ ჩამოსვლისთანავე აეროპორტში გაღიმებულ ქართველებს ვხედავ, ეს ბედნიერებაა...

- მოასწარით საქართველოს ყველა კუთხის გაცნობა?­
- ვიყავი თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ხარაგაულში, ჩარგალში, მესტიაში და ასე შემდეგ... ჩარგალშAი "ვაჟაობას" დავესწარი, ეს ფანტასტიკური დღე იყო. ძალიან მომწონს ვაჟა-ფშაველას შემოქმედება. მახსოვს,­ დედაჩემი ჩამოვიდა და 1999 წელს ერთად ვეწვიეთ მესტიას. მაშინ მესტიაში ასვლა ადვილი არ იყო. გაგვიმართლა, რომ მეგზურად ცნობილი ალპინისტი გვყავდა. Dმე და დედა ბედნიერები ვართ, რომ მესტია მანამდე დავათვალიერეთ, ვიდრე იქ ცვლილე­ბები მოხდებოდა. ცვლილებები კარგია, მაგრამ ძველი მესტიაც უნდა ენახა ყველას...

- საქართველოში გყავთ ახლო მეგობარი - მარო ბებო...

- დიახ, მარო გონჯილაშვილი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მეგობარია. სულ რამდენიმე დღეში მარო ბებო 89 წლის გახდება. ის თიანეთის­ გამგებელი იყო და ედუარდ შევარდნაძის ახლო მეგობარი გახლდათ... მარო ბებო გასულ ზაფხულს თიანეთში გავიცანი. ახლა მისი ოჯახი იმდენად ახლობელია, რომ ჩემს ქართულ ოჯახად ვთვლი.
ბევრი მეგობარი მყავს. მეუბნებიან, გასწ­ა­ვლით, სად მზადდება საუკეთესო ხინკალიო და ხან სად მივყავარ, ხან სად, მაგრამ ყველაზე გემრიელი ხინკალი მარო ბებოს ოჯახში მზადდება.

- საქართველოში რას საქმიანობთ?

- ვარ დამდგმელი რეჟისორი ახალი­ სატელევიზიო სერიალისა, რომელსაც გოგა ხაინდრავა იღებს. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ქართულ ტელესივრცეში ეს იყოს ყველაზე მაგარი სერიალი...
სანქტ-პეტერბურგში ვსწავლობდი, ვცხოვრობდი სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, თუმცა მხოლოდ საქართველოში ვიპოვე ის, რაც თავს მაგრძნობინებს, რომ ჩემს სახლში­ ვარ.

- საქართველო ძალიან გიყვართ, მაგრამ, თქვენი აზრით, უნაკლოები ვართ?
- თითქმის, მაგრამ რატომ ყრით ყველგან ნაგავს? ამერიკაში ყველაზე ძველი შენობა 250 წლისაა, აქ შევდივარ ტაძარში, მეუბნებიან, მეოთხე საუკუნისააო­. ვამბობ, ო, ღმერთო ჩემო! Gგამოვდივარ და, ეზოში ნაგავს ვხედავ, გული მისკდება.
საქართველოში ყველაფერი მიყვარს და მახარებს. ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ ოდესმე წასვლა მომიწევს­ და ამაზე ფიქრი ძალიან მიმძიმს. ჩემი მშობლები ხანდაზმულები არიან და მათზე უნდა ვიზრუნო.  ძალიან სასიამოვნოა ქართ­ველ კოლეგებ­თან მუშაობა. ჩემი მიზა­ნია, საქართველო სხვა თვალით დავანახო­ უცხოელებს. ბევრი მეგობარი უკვე ჩამოვიყვანე. სექტემბერში, ჩემი რეკომენდაციით, უცხოელების კიდევ სამი ჯგუფი ჩამოვა. ვიცი, როგორ მოეწონებათ აქაურობა და Eეს ჩემს გამარჯვებად მიმაჩნია.

მანანა გაბრიჭიძე
pipi
16 ნოემბერი 2015 03:36
რა შუაშია სხვისი ნაგავი ჩვენ ჩვენს ქვეკანას უნდა გაუფრთილდეთ.რომ დაესევით იმწუთში ჩასაქოლად ადამიანს.
iako
27 სექტემბერი 2015 19:57
კაცს ..შესაძლოა ამერიკის ნაგავი არ უკვირს..მაგრამ..ამბობს
"""აქ შევდივარ ტაძარში, მეუბნებიან, მეოთხე საუკუნისააო­. """
ვამბობ, ო, ღმერთო ჩემო!""
ხოდა..იქ დაყრილმა ნაგავმა დაშოკა ...
1647 წ გაჩნდა პირველი დასახლება ჯეიმსტაუნი ..368 წ გახლავთ ამერიკა..
ფაქტიურად ..კულტურას ჩვენგან უნდა სწავლობდენ..ნუ გვწყინს.!!.ვასწავლოთ შვილებს ქვეყნის სიყვარული ..არ უნდა ამას ტრენინგები..სახლში რატომ არ ვყრით ??)))

truker
04 სექტემბერი 2015 22:34
მივმართავ ვიღაც rorukebs.არავინ ამართლებს ნაგავის დაურას ქუჩაში.აქ ლაპარაკია იმაზე რო ეს ამერიკელია თუ ვიგაცაცა .მას არ უნდა უკვირდეს ნაგვის გადაყრა .შენ ჯერ შენი ნაგავი გაიტანე და მერე მიუთითო უნდა სხვას.და კიდე იმას გეტყვი რომ ლექსიკა დაწმინდე .ნუ ყრი სიტყვების ნაგავს .თავის შეკავების უნარი თუ არ გაქვს ნუ დაწერ კომენტარებს .ჩვენ ერმანეთ არ ვიცნობთ და პატი ვცეთ ერთმანეთის აზრებს.და ვერ დამაჯერებ რო ცხოვრებაში ქუჩაში ,გზაზე ან სადმე რამე არ გქონდეს გადანაგდები.ტყვილი იქნება თუ იტყვი არას. კიდე ვინმეორებ .რო მარ მოხდეს ეს ამბავი ამისთვის რაა საჭირო? ურნების მეტი რაოდენობა.არც მეტი არც ნაკლები.

რედაქტორის რჩევით