რალფ ფაინსი თბილისშია - ჩვენს დედაქალაქში თეატრალურმა დღესასწაულმა სტარტი აიღო (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

რალფ ფაინსი თბილისშია - ჩვენს დედაქალაქში თეატრალურმა დღესასწაულმა სტარტი აიღო (ფოტოგალერეა)

დღეს თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა აიღო სტარტი, რომელიც 8 ოქტომბრამდე გასტანს.

ფესტივალის პროგრამა მეტად მრავალფროვანია. ქართველ მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს რუსეთის, ბრიტანეთის, გერმანიის, უნგრეთის და სხვა ქვეყნების წამყავნი თეატრალური დასების წარმატებულ სპექტაკლები. ფესტივალის პარალელურად თბილისში იმყოფება ცნობილი მსახიობი და რეჟისორი რალფ ფაინსი. ის ქართველმა მაყურებელმა შეიყვარა ფილმებიდან: "ინგლისელი პაციენტი", "შინდლერის სია", "თეთრი გრაფიანია" და ა.შ. ის ფესტივალის პირველ დღეს მარჯანიშვილის თეატრის რეპეტიციას დაესწრო და ორგანიზატორებსა და მონაწილეებს თეატრალური ფესტივალის გახსნა მიულოცა.

იხილეთ ფოტოგალერეა