"რალფ ფაინსი ქართულმა ხალხურმა სიმღერამ მოაჯადოვა" (ექსკლუზივი)
26-09-2015
"რალფ ფაინსი ქართულმა ხალხურმა სიმღერამ მოაჯადოვა" (ექსკლუზივი)
ჰოლივუდის ვარსკვლავის რალფ ფაინსის თბილისში ყოფნის თაობაზე ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი, თუმცა როგორც ექსკლუზიურად გავარკვიეთ, ის საქართველოში 22 სექტემბრიდან იმყოფება, გაჩნდა მოსაზრება, რომ ის თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე დასასწრებად ჩამოვიდა, თუმცა ამას ოფიციალურად არავინ ადასტურებს. (იხილეთ ასევე)

ძვირადღირებული მსახიობის ვიზიტი გასაიდუმლოებულია, თუმცა საქართველო პატარა ქვეყანაა და ზოგიერთი რამ ჩვენთვის ცნობილი გახდა. ინფორმაცია, რომ ფაინსი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში რეპეტიციას დაესწრო, სოციალური ქსელით გავრცელდა. როგორც გავარკვიეთ 25 სექტემბრის საღამოს, ვახშამზე რალფ ფაინსი, თანმხლებ პირებთან ერთად, კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ სახლში მიიპატიჟა. სუფრას ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე უძღვებოდა. ვახშამზე ანსამბლი "შავნაბადაც" იყო მიპატჟებული, რომლის შერულებულმა სიმღერებმა, საპატიო სტუმარი აღაფრთოვანა.

"საოცრებები ჩაატარა კახიმ, სუფრაზე ყველა გადარია, რალფ ფაინსი თვალს არ აცილებდა კახის, რომელიც მჭერმეტყველ სადღეგრძელოებთან ერთად, ისეთ
სამსახიობო ეტიუდებს დგავდა, სტუმრები გაოცებას ვერ მალავდნენ. როგორც ვიცი, თვითონ ფაინსმა მოისურვა ქართული ხალხური ცეკვის ნახვა და სიმღერის მოსმენა.

ის ჯერ "სუხიშვილების" სტუმარი იყო, სუფრაზე კი "შავნაბადას" შესრულებულ სიმღერებს აღტაცებული ისმენდა. ყველაზე დიდი ემოცია "ხასანბეგურას" მომენისას გამოხატა, კრიმანჭულს გადარეული, ფეხზე ამდგარი უსმენდა და კარგა ხანს უკრავდა ტაშს. დანარჩენად მთელი სუფრა ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ბოლოს სთხოვა კახის სადღეგრძელოს უფლება და ჯერ მადლობა გადაუხადა თავის ორ მეგობარს, რომელთაც ის საქრათველოში ჩამოყვანეს და ასეთ საოცრებას აზიარეს, შემდგომ კი - მასპინძლობისთვის ნანა ჯანელიძეს. შეიძლება ითქვას, რომ რალფ ფაინსი ქართულმა სიმღერამ მოაჯადოვა..."
- გვიამბო სუფრაზე მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა.

ჩვენი ინფორმაციით, რალფ ფაინსი საქართველოს დღეს გვიან ღამით დატოვებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო
dato-ს
28 სექტემბერი 2015 08:27
დათო, ეს ჯამბაზობა ე.წ. ნაპოლეონის კომპლექსია და მცირე ერებს ახასიათებს,რათა უფრო რაც შეიძლება ღირებულად აჩვენონ თავი,აქაოდა, პატარა ვარ, მაგრამ მაგარიო!
mari
27 სექტემბერი 2015 19:09
და რა იყო გასაიდუმლოებულათ ჩამოყვანა ცნობილი და პოპულარული მსახიობია და ნორმალურატ წარედგინათ საზოგადოებისათვის
iako
27 სექტემბერი 2015 18:32
ჩვენი დიდებული პატრიარქიც ხომ ამბობს..იამაყეთ..რომ საქართველოში დაიბადეთო.. !!! ქართველები-- ერთადერთი ერია.რომელიც ერთდროულად ორ თვისებას ფლობს -- .ემოციურობას .და ინტელექტუალურობას..სხვებს..ან ერთი აქვს.. ,ან მეორე აქვს თურმე!!..,ამას ..ჩვენი ენერგეტიკაც დაუმატეთ და არტისტული ხასიათიც))!!..ახლა შეგიძლიათ..წარმოიდგინოთ ევროპელი...რომელიც ცეკვის დროს ..თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის)))) ?? ამის პრეცენდენტიც არ არსებობს !)) განსხვავებულები ვართ..))რაც საოცარია...ცეკვა და სიმღერაც რომ არ ასწავლო ქართველს...ყველა პანტერად გადაიქცევა ხოლმე ..ცეკვის დროს))) და აკვნიდან ვღიღინებთ!! )ღმერთო!!გაგვაძლიერე!!
ღმერთო!!!!!!!!!! გაუძლიერე ჩვენ ხელისუფლებას ქვეყნისადმი სიყვარული !!..აუმაღლე ინტელექტი.!!..მიეცი ძალა ...და ნებისყოფა.. 24 ს..მხოლოდ ხალხის კეთილდღეობაზე ეფიქროს!!.და კიდევ..!! დაუქვეითე პრემიებისადმი სიყვარული და ინტერესი!! მოაქციე ყველა ჩვენსკენ..!!!
ამინ!!!!!!!

რედაქტორის რჩევით