"ლელა მებურიშვილს მხოლოდ წარმატებებს და ბედნიერებას ვუსურვებ" - ნინო გაჩეჩილაძის კატო ბრუნდება - კვირის პალიტრა

"ლელა მებურიშვილს მხოლოდ წარმატებებს და ბედნიერებას ვუსურვებ" - ნინო გაჩეჩილაძის კატო ბრუნდება

რამდენიმე დღეში სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი, მერვე სეზონი იწყება. სერიალის შემქმნელები მაყურებელს დიდ სურპრიზს უმზადებენ, "ჩემი ცოლის დაქალებში" ნინო გაჩეჩილაძე, ნამდვილი კატო კირვალიძე ბრუნდება. მან სერიალი ორწელიწადნახევრის წინ დატოვა, რასაც ათასი ჭორ-მართალი და მაყურებლის უკმაყოფილება მოჰყვა. რას აკეთებდა ამ პერიოდის მანძილზე, რატომ თქვა უარი სხვა არხების შემოთავაზებებზე და რატომ დათანხმდა სერიალში დაბრუნებას, ამის შესახებ ნინო გაჩეჩილაძე "ამბები.გე"-ს ექსკლუზიურად ესაუბრა.

- ნინო, ჩვენთვის ცნობილია, რომ "ჩემი ცოლის დაქალებში" დაბრუნებაზე ყოველთვის უარს ამბობდით, რატომ მიიღეთ სერიალში დაბრუნების გადაწყვეტილება ამდენი ხნის შემდეგ?

- დაახლოებით ორწელიწადნახევის წინ დავტოვე სერიალი. იმიტომ ვამბობდი უარს დაბრუნებაზე, რომ ამ როლზე სხვა მსახიობი იყო აყვანილი და მასზე იწერებოდა სცენარი. მე "ფორმულა კრეატივიდან" სკანდალით არ წამოვსულვარ. უბრალოდ იყო რაღაც გაუგებრობა, თუმცა ჩემი თანამშრომლობა მათთან გრძელდებოდა, ეს იყო რეკლამა, რომელიც გიორგი ლიფონავამ გადაიღო და ფილმი "ტაქსი", რომელიც გადაიღო მიშა მშვილდაძემ. შესაბამისად, ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. მე დავრჩი სერიალის გულშემატკივარი, რადგან ჩვენი დაწყებული იყო "ჩემი ცოლის დაქალები". მათი შემოთავაზება დავრუნებოდი სერიალს, მოულოდნელი იყო, თუმცა დაბრუნება იქ, სადაც შენი ადგილია ყოველთვის უფრო ადვილია. "კატო" ჩემთვის ორგანული პერსონაჟია, ბევრს ვმუშაობდი, ბოლომდე გათავისებული მყავდა ეს პერსონაჟი. ძალიან დიდი შემართებით ვარ. ეს იქნება საკმაოდ საინტერესო სეზონი, მომენატრა ჩემი მაყურებელი, დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მაყურებელია, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე ყოველდღიურად მწერდა სოციალურ ქსელში, ქუჩაში მაჩერებდნენ, მელოდებოდნენ ეკრანზე და მეუბნებოდნენ შენს მიერ განსახიერებულ კატოს ველოდებითო. მსახიობისთვის დაბრუნება იქ, სადაც ერთგული მაყურებელი და კარგი სტაფი ელოდება, ძალიან მნიშვნელოვანია. არანაკლებად გაუხარდა ჩემი დარუნება სტაფს, როცა მოლაპარაკებაზე მივედი, მივხვდი მარტო მე კი არ მომენატრნენ ისინი, მათაც მოვენატრე. დარწმუნებული ვარ, ისევე წარმატებულად გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა, როგორც დაიწყო.

გაგრძელება იხილეთ