"მიხარია, რომ ირაკლი მზრუნველი მამა აღმოჩნდა" - როგორ შეცვალა ნინი ბადურაშვილი შვილმა და აპირებს თუ არა ყოფილ ქმართან შერიგებას?
15-11-2015
"მიხარია, რომ ირაკლი მზრუნველი მამა აღმოჩნდა" - როგორ შეცვალა ნინი ბადურაშვილი შვილმა და აპირებს თუ არა ყოფილ ქმართან შერიგებას?
ძალიან მალე მომღერალი ნინი ბადურაშვილი საზოგადოებას მორიგ ახალ კლიპს წარუდგენს, რომელსაც შვილს - ელენეს უძღვნის. ინტერვიუ მომღერალ ნინი ბადურაშვილთან ჟურნალმა "გზამ" გამოაქვეყნა, საიდანაც გთავაზობთ ფრაგმენეტებს:

- ნინი, ელენეს დაბადებამ შენს ცხოვრებაში რა შეცვალა?
- მგონია, რომ ყველა ქალი, როცა შვილი უჩნდება, ბუნებით იცვლება. დედაშვილობაში არანორმალურად ძლიერი და დიდი სიყვარული არსებობს. მე არ ვამბობ იმას, რომ მამა ნაკლებად უყვარს, მაგ
რამ მგონია, რომ დედაშვილობა საერთოდ სულ სხვა ფენომენია. შვილის უთქმელად გესმის. იცი, რა დროს რა უნდა. ერთი ბიოველია, შენი ნაწილია.
ელენეს დაბადებამ ალბათ, იმით შემცვალა, რომ მეტად მზრუნველი გავხდი. აქამდე პროფესიაზე ვიყავი გადართული და საქმეს პირველ ადგილზე ვაყენებდი, ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ზოგჯერ მიფიქრია: იქნებ წავიდე, კვალიფიკაცია ავიმაღლო, ვისწავლო-მეთქი, მაგრამ მახსენდება, რომ ელენეს ვერ დავტოვებ. როცა გადაღებაზე
ვარ და გვიანობამდე გრძელდება, ვფიქრობ, - სახლში რომ დავბრუნდები, ელენე დაძინებული დამხვდება-მეთქი და ამასაც თავისებურად განვიცდი. მუდმივად მაქვს სურვილი, რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო და ყურადღება არ მოვაკლო. მსოფლიოში ყველას და ყველაფერს მირჩევნია! მშობლები, რა თქმა უნდა, მიყვარს, მაგრამ შვილი რომ გიჩნდება, მასთან ერთად სხვა განცდები იბადება.

- ელენე დროის გარკვეულ ნაწილს მამასთან ატარებს. ირაკლის საქართველოდან ხშირად მიჰყავს?
- კი. მამასთან ერთად ყოფნა მოსწონს. ჩემ გარეშე გაჩერება არ უჭირს. ელენეს ჰყავს ძიძა, რომელიც მას 3 კვირიდან ზრდის. ამ ქალბატონთან ყოფნას შეჩვეულია. მამასთან პირველად რომ გავუშვი, მართლა ძალიან პატარა იყო. ყველა მეკითხებოდა, - როგორ შეგიძლია, 1 წლის ბავშვი მთელი თვით გაუშვაო? ძალიან მინდა, ელენეს მამასთან კავშირი ჰქონდეს. სამწუხაროდ, მე და ირაკლი ერთად აღარ ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ელენეს მამის ან ჩემი მხრიდან რაიმე უნდა მოაკლდეს. ბავშვს საქართველოდან ძიძასთან ერთად ვუშვებ. იქ მას ბებია და ბაბუაც ხვდებიან. მინდა, მათ შეეჩვიოს. მართებული არც იქნება, თავისი ოჯახი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ნახოს და უცხოობის განცდა ჰქონდეს.

- ირაკლი როგორი მამა?
- მიხარია, რომ ირაკლი მზრუნველი მამა აღმოჩნდა. მიუხედავად ჩვენი გაყრისა, ბავშვთან თბილი ურთიერთობა აქვს. მას საკუთარ შვილთან კონტაქტს არასდროს დავუშლი, პირიქით - ვფიქრობ, ადამიანს, რომელსაც ცოცხალი ჰყავს დედა და მამა, ორივესთან ჯანსაღი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. არ მესმის, როდესაც ყოფილი მეუღლეები წარსულში მომხდარი წყენის გამო, ერთმანეთს ჯიბრში უდგებიან. ორივე მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ ამით ბავშვი ზარალდება.

- ირაკლი ელენეზე რას ამბობს? მამები საკუთარი ქალიშვილების მიმართ უფრო მეტი მზრუნველობით გამოირჩევიან.
- ვიცი, რომ შვილი ძალიან უყვარს. დეტალებზე არ გვილაპარაკია. მასთან დიდი საუბრები არც მაქვს. ელენესთან ერთად ყოფნა უხარია.
ელენე

- ბოლო პერიოდში თქვენს შესაძლო შერიგებაზე აქტიურად ალაპარაკდნენ.
- ეს მხოლოდ ჭორია და სხვა არაფერი. არც მე და არც ირაკლი შერიგებაზე არ ვფიქრობთ, ეს გამორიცხულია.

- შენი და ყოფილი ფეხბურთელის - საშა იოსელიანის რომანზეც დაიწერა.
- ესეც მორიგი ჭორია. ადრე ჩემი და ბახვა ბრეგვაძის რომანზეც ლაპარაკობდნენ. ამ ეტაპზე, ჩემს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. ახლა მთლიანად ელენეზე და საქმეზე ვარ გადართული. ბევრი მეგობარი მყავს და ხან ვისზე წერენ, ხანაც - ვისზე. მწვავე რეაქცია აღარც მაქვს. მნიშვნელოვანი არაფერი ხდება და საამისო განწყობაც არ მაქვს. როცა ჩემს ცხოვრებაში სიყვარული მოვა, გრძნობებზე მერე ვიფიქრებ, ახლა კი ამაზე ლაპარაკი ნაადრევია.

იხილეთ სრულად
iveri-s
29 დეკემბერი 2015 22:51
შენ ეხლა ადამიანი გქვია?
Chan
16 ნოემბერი 2015 16:33
ძალიან შეგვაწუხეს ამათმა, პიარობენ, თავს ახსენებენ ხალხს, ყოფილ ქმრებს ელაპარაკებიან ჩვენი მეშვეობით, გამაგებინეთ ჩვენ რად გვინდა ესენი და ამათი ცხოვრება.
iveri
16 ნოემბერი 2015 15:03
მიდიტ მიდიტტ გაამრავლეტ ერი მახიჯი ბავსჰვებიტტტ.რაც დემამააა ის ბავსჰვიააა

რედაქტორის რჩევით