წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალები ქართულ შოუბიზნესში
28-12-2015
წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალები ქართულ შოუბიზნესში
"მიშა მესხი აღმოჩნდა მსოფლიოში პირველი მსახიობი, რომელსაც დაჯილდოების ცერემონიაზე ჩაეძინა"


სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორება



სალომესა და გიორგის მიმართ ინტერესი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩენისა და 2014 წელს ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინებული სასიყვარულო ისტორიის შემდეგ გაიზარდა. თუმცა, წყვილის ერთად ცხოვრება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. თავდაპირველად დაშორებას არც ერთი არ ადასტურებდა. თუმცა, მოგვიანებით ორივემ აღიარა, რომ ერთად აღარ იყვნენ. წყვილის პირადი ცხოვრებით დაინტერესებულებს ჭორაობის საბაბს გიორგის "ფეისბუკის" გვერდზე უცნობ თუ ცნობილ გოგონებთან გადაღებული ფოტოების
გამოქვეყნება აძლევდა. არაერთი სტატია დაიწერა ვარდოსანიძისა და მსახიობ ნინი ონიანის რომანის შესახებ. ბევრს ლაპარაკობენ სალომეს ახალ პარტნიორზეც, თუმცა, როგორც სალომე აცხადებს, უკრაინელ მაქს რიჟიკოვთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აქვს. ისინი მსოფლიოს საუკეთესო მოცეკვავეთა 50-ეულში მოსახვედრად იბრძვიან.

მამულიჩას დაკავება



გასული წელი პროდიუსერ კახა მამულაშვილის, იმავე მამულიჩას, გულშემატკივრებს
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მამულიჩას დაკავებით დაამახსოვრდათ. 18 ივლისს პროდიუსერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ჩხრეკისას მისი ხელბარგიდან და საფულიდან 6 გრამამდე კოკაინი, 1,15 გ კანაფის ფისი და 0,2048 გ. "ექსტაზი" ამოიღეს. კოკაინის მოხმარების ფაქტი პროდიუსერს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა. მამულიჩამ წარდგენილი ბრალდება აღიარა, თუმცა, 2-თვიანი სასამართლო გარჩევების შემდეგ პატიმრობა 15-ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა.
მამულიჩამ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ამ სკანდალით საყვარელ ადამიანებს გული ატკინა.


"ოსკარზე" ჩაძინებული მიშა მესხი



2015 წელს ლოს-ანჯელესში "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მოხვდა ზაზა ურუშაძის ქართულ-ესტონური პროექტი "მანდარინები". მართალია, ფილმმა "ოსკარი" ვერ მიიღო, მაგრამ საქართველოსთვის ეს მაინც დიდი წარმატება იყო. თუმცა, წლევანდელი "ოსკარი" ქართველებს უფრო სხვა რამის გამო დაამახსოვრდათ - მიშა მესხი აღმოჩნდა მსოფლიოში პირველი მსახიობი, რომელსაც დაჯილდოების ცერემონიაზე ჩაეძინა. ამ ფაქტს წინ მოვლენების ჯაჭვი უძღოდა: ქართველი მსახიობები ჯერ დიდთოვლობამ შეაფერხა, მერე კი მესხმა სტამბოლის აეროპორტში პასპორტი დაკარგა. დასამახსოვრებელი იყო სამდღიანი დაგვიანების შედეგად აკრედიტაციის გარეშე დარჩენილი ია სუხიტაშვილიც, რის გამოც ლოს-ანჯელესამდე ჩასულმა მსახიობმა ცერემონიაზე დასწრება ვერ შეძლო. მიშას წითელ ხალიჩაზე თავი ყოჩაღად ეჭირა, ცერემონიის დაწყებამდე "ოსკარის" ქანდაკებასთან გადაღებულ სელფებსაც აქვეყნებდა, მერე კი მოხდა ის, რაც ქართველი ერის განხილვის საგნად იქცა. "მაგათი დედაც, მეძინა, ხომ არ ჩავიფსი," - ასე გამოეხმაურა კრიტიკოსებს მსახიობი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.

ნინა სუბლატი "ევროვიზიაზე"

ავსტრიაში გამართულ "ევრო­ვიზიის""მუსიკალურ კონკურსზე წელს ჩვენი ქვეყანა"საქართველოს ვარსკვლავმა" ნინა სუბლატმა წარადგინა, სიმღერით ჭარრიორ და მე-11 ადგილი დაიკავა. ქართველი კონკურსანტი შესრულებითა და საკუთარი დიზაინით შექმნილი სასცენო იმიჯით ევროპის ყურადღების ცენტრში მოექცა. მის შესახებ წერდნენ მსოფლიოს ცნობილი გამოცემები. სანსას როლის შემსრულებელმა სოფი ტერნერმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ნინას ფოტოც ატვირთა.
ქართველი კონკურსანტის წარმატებით დაინტერესებული იყო ქვეყნის მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ნინას მხარდასაჭერი პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. კონკურსს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. სუბ­ლატის პიარკამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული ცნობილი ადამიანები, თუმცა, ამ ყველაფერმა ნინა ქართველი სასულიერო პირების რისხვისგან ვერ დაიცვა - "დემონის სახით გამოდის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი," - დაწერა სოციალურ ქსელში დეკანოზმა ანდრია კემულარიამ. ხმაური მოჰყვა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნინა სუბლატის დაკავების შესახებ გავრცელებულ ჭორსაც, რომლის თანახმად, მან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენა. თუმცა, როგორც გაირკვა, ნიუსი"ფეიკი იყო. სკანდალი ამით არ დამთავრებულა. ქართველი კონკურსანტიც და გულშემატკივარიც ევროპის მიერ რუსი კონკურსანტისთვის მინიჭებულმა მაღალმა ქულებმა გაანაწყენა. ფინალის შემდეგ ნინას მეუღლე დარღვევებზე ალაპარაკდა: "ავსტრალიამ მოგვცა ხმა!!!! საბერძნეთიდან ბევრმა ქართველმა დაგვირეკა, ესპანეთიდან, იტალიიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან ძაან ბევრი გულშემატკივარი გვყავდა. არც ერთი ქულა არ შემოგვსვლია... ეს არის ყველაზე პოლიტიკური ევროვიზია ისტორიაში!!!!"

ნიჟარაძისა და სააკაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი

ნებისმიერი სტატია, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის შესახებ იწერება, ყოველთვის იწვევს საზოგადოების ყურადღებას. ცოტა ხნის წინ უკრაინულმა საიტმა უარევო.ინ.უა, ექსპრეზიდენტისა და ნიჟარაძის საუბრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. ჩანაწერის ავთენტურობა დღემდე დადასტურებული არ არის. სოფო ნიჟარაძესთან საუბარში სააკაშვილი თავს იწონებს, რომ მალე თბილისში ისევ დაიღვრება სისხლი და ამ სისხლის ღვრის დროს ისეთი არასაბრძოლო ჟურნალისტი, როგორიც ნოდარ მელაძეა, ნამდვილ სამხედრო მეთაურად გადაიქცევა. "მიხეილ სააკაშვილი: ხო, ეს თავიდან ყოველთვის ასეა. რო იქნება, მერე ნახავ. ნოდარ მელაძე გახდება ფილდ-კომანდერი. სოფო ნიჟარაძე: ნოდარ მელაძეა ყველაზე ჩ... სუნი ასდის შორიდან."

აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მომღერალი დაკითხვაზე დაიბარეს. ნიჟარაძემ ჩანაწერს ფაბრიკაცია უწოდა. საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო. სოფო ნიჟარაძის "ფეისბუკის" გვერდზე გამამხნევებელ თბილ სიტყვებთან ერთად მრავალი შეურაცხმყოფელი და სალანძღავი კომენტარი დაიწერა. ბოლო პოსტი, რომელიც სოფომ ამ თემასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, ხმის ნიმუშის ჩაბარების მიზნით სუს-ის მიერ მის დაბარებას შეეხებოდა: "სიმღერა ხომ ამიკრძალეს, ახლა თურმე ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც ჩემი ხმა აინტერესებთ, უშიშროების სამსახურია! შეგიძლიათ ჩემს დისკებს მოუსმინოთ, ბატონებო, რთული არ იქნება შედარება. შეადარეთ, თან ხარისხიან მუსიკასაც მოისმენთ!" - დაწერა მან.

სოფო მინაშვილი
tamta
31 დეკემბერი 2015 17:16
უხარისხო შენ ხარ შე ბანძო
სოფოიე აბდალავ
30 დეკემბერი 2015 15:56
მუსიკა კი იყო ხარისხიანი მაგრამ შენ თვითონ ხარ უხარისხო შენი ნამღერივით!


რედაქტორის რჩევით