"ჩემს შეყვარებულს ცეკვას არ ვასწავლი..." - გიგი გაჩეჩილაძე სასიძოს სტატუსს მალე დაემშვიდობება - კვირის პალიტრა

"ჩემს შეყვარებულს ცეკვას არ ვასწავლი..." - გიგი გაჩეჩილაძე სასიძოს სტატუსს მალე დაემშვიდობება

მას შემდეგ, "რაც ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდა, გიგი გაჩეჩილაძე სასურველ სასიძოდ აღიარეს. მის გვერდით ყოველთვის იყო ლამაზი გოგონა, მაგრამ ის დაოჯახებას არ ჩქარობდა. ახლა კი, გიგისთან საუბარისას გავარკვიეთ, რომ მალე მისი პირადი ცხოვრება შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს.

- გიგი, სასურველი სასიძოს სტატუსის შენარჩუნებას კიდევ დიდხანს აპირებ?

- შევეცდები, სასურველი რაც შეიძლება დიდხანს ვიყო, მაგრამ სასიძოს სტატუტს შესაძლოა, მალე გამოვემშვიდობო.

- ე.ი. დაოჯახებას აპირებ?

- პირადზე ლაპარაკი არ მიყვარს, რადგან წინასწარ არავინ იცის, რა და როგორ მოხდება. თუნდაც, ბავშვურ წლებში, რაც გავთვალე და დავგეგმე, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ცხოვრება იმითაც არის კარგი, რომ ისეთ რამეს იგებ და ისეთი რაღაცები ხდება, რასაც არ ელოდები. პატარ-პატარა სიურპრიზებია ირგვლივ და ამიტომაც, არ მინდა წინასწარ რაღაცებზე ლაპარაკი.

- შენი შეყვარებული - ანანო ჯოხაძე მომავალი იურისტია. გინდა, რომ კარგად ცეკვავდეს?

- ცეკვის სწავლა უნდა, მაგრამ არ ვასწავლი. გოგო თუ ცეკვავს, ძალიან კარგად უნდა იცეკვოს და თუ არ გამოსდის, მასზე წარმოდგენა მეკარგება. ან სულაც, ეს ისე უნდა ისწავლოს, რომ მე არ ვნახო და უკვე ნასწავლ "პროდუქტს" შევაფასებ (იღიმის).

...

- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდი, - ჩემი და სალომე ჭაჭუას ურთიერთობა აღდგა, ვმეგობრობთო. როგორ ფიქრობ, ყოფილი შეყვარებულების მეგობრობა გულწრფელია?

- ყველაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ პირადად მე, ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია გულწრფელი მეგობრობა.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 21 იანვრის ნომერში