"არმანისთან მართლა ახლოს ვარ" - ქართველი გოგონას თავბრუსდამხვევი წარმატება - კვირის პალიტრა

"არმანისთან მართლა ახლოს ვარ" - ქართველი გოგონას თავბრუსდამხვევი წარმატება

მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა მსოფლიოს პოდიუმი მოკლე დროში წარმატებით დაიპყრო. თინეიჯერი ქართველი მოდელის გამოჩენას პარიზის მოდის კვირეულზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მის შესახებ მსოფლიოს წამყვანი მოდის ჟურნალები წერენ.

თაკო რამდენიმე დღის წინ "არმანის" სახეც გახდა. თაკო ცნობილი მოდელის და სააგენტო "ლუქ მოდელსის" დამფუძნებლის ნინო ცქიტიშვილის და კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილის ქალიშვილია. საკუთარი წარმატებების და ინტერესების შესახებ, წარმატებულმა მოდელმა AMBEBI.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა:

იხილეთ ფოტოგალერეა: თაკო ნაცვლიშვილი - "არმანის" ახალი სახე

- თაკო, ბავშვობაში ჩოგბურთელობა გინდოდა, მაგრამ შემდეგ დედის გავლენით გადაწყვიტე მოდელობა, უფრო დაწვრილებით გვიამბე ამის შესახებ?

- კი, ბავშვობაში დავდიოდი ჩოგბურთზე და ძალიან სერიოზულად ვფიქრობდი სპორტის ამ სახეობას გავყოლოდი, მაგრამ ბოლოს მოდელობა ავირჩიე. ეს არჩევანი დედის გავლენით არ გამიკეთებია, პირიქით, მე მომინდა მოდელობა ძალიან, ისე რომ, ნინომ თავიდან ეს არ იცოდა, მერე გავუმხილე. ხერხემალზე პრობლემები შემექმნა და იძულებული გავხდი ჩოგბურთისთვის თავი დამენებებინა.

- იფიქრებდი თუ არა, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდი მსოფლიო სამოდელო ბიზნესში?

- სიმართლე გითხრათ კი, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა ეს და ყველა ხედავდა ჩემში ამ პოტენციალს, ბევრს ვშრომობდი ამ წარმატებისთვის. არავინ თქვას, რომ მოდელობა ადვილია, ყოველ შემთხვევაში, უცხოეთში ასეა, რადგან ძალიან ბევრი ბრძოლა გიწევს საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად.

- ვერსაჩე, იამამოტო, დიორი და ა.შ. არაერთ ცნობილ ბრენდთან გიმუშავია. რომელ მათგანთან მუშაობას გამოყოფ განსაკუთრებულად?

- გამოვყოფდი "ვერსაჩეს", რადგან ეს პირველი დიდი წარმატება იყო ჩემს კარიერაში. რთულია მოხვდე ტოპ მოდელებით სავსე შოუზე 16 წლის დამწყები მოდელი პატარა ქვეყნიდან, თან როდესაც კასტინგზე 300-ზე მეტი გოგონაა და იქედან მხოლოდ ერთ დამწყებ მოდელს ეძებდნენ. ასევე, გამოვყოფ ჯორჯო არმანის, რადგან მასთან მართლა ახლოს ვარ, სახელითაც კი მომმართავს. ორჯერ მქონდა მასთან გადაღება და ექვსჯერ გამომიყვანა შოუზე. ძალიან სასიამოვნოა მასთან მუშაობა.

ვიდეო

- როგორ გაიხსენებ იმ შთაბეჭდილებებს, როცა პირველად წახვედი სამუშაოდ საზღვარგარეთ დედასთან ერთად?

- პირველად გავემგზავრე ჰონგ-კონგში, მაშინ 14 წლის ვიყავი და დედა წამომყვა უცხოეთში ერთი კვირით, რადგან მარტო ძალიან გამიჭირდებოდა, ჰონგ-კონგში 4 თვე დავრჩი, მქონდა გადაღებები ედითორიალებში (D&G, Louis Vuitton e.t.c), ასევე მქონდა showroom-ი Dior-თან და CK-თან.

- ვისთან ერთად ცხოვრობთ პარიზში?

- პარიზში ვცხოვრობ ერთ ქალთან ერთად, რადგან არასრულწლოვანი ვარ და სულ მარტო ჯერ არ მტოვებენ.

კითხვის გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა: თაკო ნაცვლიშვილი - "არმანის" ახალი სახე