"მერე შვილიშვილებს მოვუყვები ნიუ-იორკულ და ალ პაჩინოსთან შეხვედრის ამბებს"
"მერე შვილიშვილებს მოვუყვები ნიუ-იორკულ და ალ პაჩინოსთან შეხვედრის ამბებს"
ჟურნალმა "გზამ" ინტერვიუ მოამზადა მუსიკისა და დრამის თატრის მსახიობ ბუბა გოგორიშვილთან, რომელმაც სულ ახალახან მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლ "მედეაში" ლეგენდად ქცეული კოლხი ქალი ითამაშა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელშიც ბუბა მსოფლიო კინოს ლეგენდასთან ალ პაჩინოსთან შეხვედრას იხსენებს:

ნიუ-იორკი ჩემთვის განსაკუთრებული ქალაქია. იქ პირველად სამი წლის წინ, სპექტაკლით - "გაყრა" მოვხვდი და მაშინ მივხვდი, თუკი რამეზე მიოცნებია ბავშვობაში ან მას შემდეგ, ამ ქალაქში ყველაფერია თავმოყრილი. ახლაც კი მონატრების განცდა მაქვს. საერთოდ, ძალიან ცოტა
ადგილი მიყვარს ასე ძალიან და მათ შორის ერთ-ერთი იერუსალიმია, რომელზეც ვფიქრობ, ლაპარაკი შეუძლებელია.

ის არაფერს შეედრება და ამიტომ, ამ თემაზე ლაპარაკს ჩუმად ყოფნას ვამჯობინებ. მხოლოდ ნიუ-იორკზე ვიტყვი: ჰოლივუდური ფილმები ყოველ წუთს გახსენებს ამ ზღაპრულ ქალაქს. თან, იქ ალ პაჩინო ვნახე სცენაზე და ეს კიდევ ცალკე
ახდენილი ოცნებაა. ორკაციან სპექტაკლში, ორსაათ-ნახევარი ეს ადამიანი სცენაზე საოცარი ენერგიით მუშაობს. მართლაც, ჯადოსნური არტისტია. სპექტაკლის შემდეგ, მაყურებელი მსახიობებს გარეთ ელოდება. თუ როგორ გამოდის ალ პაჩინო ხალხთან შესახვედრად, ეს კიდევ ცალკე თემაა. მაქსიმუმ 10 წუთით ჩერდება ხალხთან და ის იმდენად შინაური ხდება ყველასთვის, რომ არავითარ ბარიერს არ გრძნობ. ხელიც ჩამოვართვით, ავტოგრაფებიც დაგვირიგა. რაიმეს ჰკითხავ და, გპასუხობს. ყველას, ვინც კი ფურცელი მიაწოდა, ავტოგრაფი მისცა; თუ ფოტოს გადაღებას სთხოვდნენ, არც ამაზე ამბობდა უარს. ალბათ, მერე შვილიშვილებს მოვუყვები ნიუ-იორკულ და ალ პაჩინოსთან შეხვედრის ამბებს.

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 11 თებერვლის ნომერში

ანა კალანდაძე
123
21 აპრილი 2016 14:07
შვილიშვილს ალპა ჩინო აღარ ეცოდინება არაააა :D
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები