ნანატრი ოსკარი და ფეხზე წამომდგარი მთელი დარბაზი - ლეონარდო დიკაპრიოს "ოსკარი" გადასცეს
ნანატრი ოსკარი და ფეხზე წამომდგარი მთელი დარბაზი - ლეონარდო დიკაპრიოს "ოსკარი" გადასცეს
ლოს ანჯელესის "დოლბის" თეატრში "ოსკარების" რიგით 88-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

დაჯილდოების ერთ-ერთი კულმინაციური და შეიძლება ითქვას, წლევანდელი ოსკარის მთავარი ინტრიგა "საუკეთესო მსახიობი მამაკაცის" კატეგორია იყო, რადგანაც ნომინირებული იყო ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო, რომელიც მანამდე უკვე ექვსჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, თუმცა მას მხოლოდ გუშინ გაუმართლა და თავისი კარიერის განმავლობაში "ოსკარი" პირველად მოიპოვა.

მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ლეომ ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა, მისი გულშემატკივრების უზარმაზარი არმია კი კუმირის გამარჯვებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით
ზეიმობდა, გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა, რადგან დიკაპრიოს აქაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.

ოსკარის მიღების შემდეგ, მსახიობმა მადლობა გადაუხადა ფილმის გადამღებ ჯგუფს, რეჟისორს, საკუთარ ოჯახს. ამას გარდა, სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას დიკაპრიო შეეხო კლიმატის ცვლილების პრობლემას.

"კლიმატის ცვლილება რეალურია და ეს სწორედ ახლა ხდება. ეს არის საფრთხე, რომელიც
ყველა ცოცხალი სახეობის წინაშე დგას. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ეს შევაჩეროთ. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც დიდ კორპორაციებზე კი არ საუბრობენ, არამედ კაცობრიობისთვის, მილიარდობით ადამიანისთვის, რომლებზეც გავლენა ექნება კლიმატის ცვლილებას; ჩვენი შვილების შვილებისთვის, ასევე იმ ხალხისთვის, ვისი ხმაც პოლიტიკურმა სიხარბემ ჩაახშო. დიდი მადლობა ამ საოცარი ჯილდოსთვის".

იხილეთ ფოტოგალერეა: "ოსკარების" საუკეთესო კაბები წითელი ხალიჩიდან

ვიდეო






maiaM
29 თებერვალი 2016 18:06
პირველი ლედი და უკანასკნელიც,ჩემთვის პირადად.მიყვარს ეს ქალი თავისი სიკეთეებით.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები