"აუცილებლად წავიკითხავ "ვეფხისტყაოსანს" - რა იცის საქართველოზე შოთა რუსთაველის "ორეულმა" ბრიტანელმა
"აუცილებლად წავიკითხავ "ვეფხისტყაოსანს" - რა იცის საქართველოზე შოთა რუსთაველის "ორეულმა" ბრიტანელმა
"ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი და მე აშკარად დაბადებისას განგვაცალკევეს. ანუ გამოდის, ახლა 800 წლის ვარ", - წერს ბრიტანელი მოდელი რიჩარდ ბიედული თავის ფეისბუქ-გვერდზე და ფოტოს აქვეყნებს, სადაც მასსა და რუსთაველს შორის საოცარი მსგავსებაა. sova.news-მა ბრიტანელ მოდელთან ამ საკითხზე ინტერვიუ ჩაწერა:

- შენ ქართული ინტერნეტსივრცე ააფეთქე. ყველა აზიარებს შენს ფოტოს, სადაც შოთა რუსთაველს გაჭრილი ვაშლივით ჰგავხარ. ელოდი, რომ შენს ხუმრობას ასეთი შედეგი ექნებოდა?
- ფოტო ვნახე ინტერნეტში და საკუთარ გვერდზე დავდე.
ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ემოციებს გამოიწვევდა ქართველებში.

- მოგწონს გარეგნულად შოთა რუსთაველი?
- კი! ვერ ვიჯერებ ასეთ მსგავსებას. ტანსაცმელიც კი მსგავსია. წარმოუდგენელია, რომ 800 წლის წინ ცხოვრობდა.

- როგორ შეიტყვე მის შესახებ?
- ფოტოზე მომნიშნეს, შემდეგ კი დავგუგლე მისი სახელი.

- ალბათ დაგაინტერესა მეტის გაგება ადამიანზე, რომელსაც ასე
გავხარ. გაქვს სურვილი წაიკითხო მისი პოემა "ვეფხისტყაოსანი"?

- ვიკიპედიაზე წავიკითხე მის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა საქართველოს ისტორიაში. ჯერ არ მომცემია საშუალება "ვეფხისტყაოსანის" წაკითხვის, მაგრამ რამდენიმე დღეში გერმანიაში მივდივარ და აუცილებლად წავიკითხავ პოემას თვითმფრინავში.

- გყავს ქართველი მეგობრები? რა იცი ზოგადად ამ ქვეყნის შესახებ?
- საქართველოზე ცოტა რამ ვიცი და მგონი, არც ქართველს ვიცნობ არავის. თუ არ ჩავთვლით ცნობილ ფეხბურთელ გიორგი ქინქლაძეს, რომელიც მანჩესტერ სითიში თამაშობდა, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი. ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო და ყველას უნდოდა მას დამსგავსებოდა.

- გაქვს საქართველოს მონახულების სურვილი? იქ უკვე მრავალრიცხოვანი ფანკლუბი გელის.
- რასაკვირველია. თქვენს ქვეყანას ძალიან მდიდარი ისტორია აქვს და მინდა მეტი შევიტყო მის შესახებ პირველწყაროდან. კითხვის გაგრძელება

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია
111
21 თებერვალი 2018 23:55
ხო კახელო მართალი ხარ!
იმედა ბაღდაძე
25 ივნისი 2016 12:50
ორსტროფიანი ჰგონია ვეფხისტყაოსანი ალბათ და ჰგონია ფრენის დროს მოასწრებს წაკითხვას :) მემგონია რომ გაოცდება ვეფხისტყაოსნით ;)
გიჟუა
16 ივნისი 2016 10:09
მე ვგევარ ჯორჯ ვაშინგტონს. ველოდები პროპოზიციას ამერიკიდან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები