"ისეთი ქორწილი მქონდა, როგორზეც ვოცნებობდი: არც ქუსლიანი ფეხსაცმელი მცმია და არც - გრძელი კაბა" - კვირის პალიტრა

"ისეთი ქორწილი მქონდა, როგორზეც ვოცნებობდი: არც ქუსლიანი ფეხსაცმელი მცმია და არც - გრძელი კაბა"

"ბედნიერება ჩემთან ძალიან ახლოს ყოფილა, მე კი შორს ვეძებდი"

მომღერალ ნინი წიკლაურს ცეკვის შესასწავლად არასდროს უვლია, მაგრამ გარისკა და შოუში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობას დათანხმდა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მომღერალი გათხოვდა. მისი რჩეული თემო ტუღუშია, რომელთანაც 12-წლიანი მეგობრობა აკავშირებდა. ინტერვიუს მომღერალთან ჟურნალი "გზა" 21 აპრილის ნომერში აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ.

- ვიდრე პროექტში შენს მონაწილეობაზე ვისაუბრებდეთ, იქნებ მოგვიყვე, როგორ გაიცანი მომავალი მეუღლე?

- მე და თემო დიდხანს ვმეგობრობდით. ურთიერთობის მე-13 წელს კი აღმოვაჩინეთ, რომ იმაზე მეტად გვსიამოვნებს ერთმანეთის ყურება, ვიდრე მანამდე გვეგონა. ჩვენი გრძნობა მეგობრობაზე ძლიერი იყო.

....

- სიმართლე გითხრათ, ყველაფერი დაუგეგმავად, ზედმეტი კითხვებისა და პასუხების გარეშე მოხდა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ჩვენი ურთიერთობა უსიტყვოდ დალაგდა. პატარა, მოკრძალებული ქორწილი გადავიხადეთ და ჩვენი ბედნიერება უახლოესი მეგობრების წრეში აღვნიშნეთ. ზუსტად ისეთი ქორწილი მქონდა, როგორზეც ვოცნებობდი: არც ქუსლიანი ფეხსაცმელი მცმია და არც - გრძელი კაბა. ვიყავი ის, ვინც რეალურად ვარ: ერთი უბრალო ქერა გოგო, ხვეული თმით (იღიმის).

- საცხოვრებლად ამერიკაში წასვლას ხომ არ გეგმავთ?

- ჯერჯერობით აქ ყოფნა მირჩევნია, ჩემებთან. ამერიკას კი მოგვიანებით, აუცილებლად ვესტუმრები, უკვე მეუღლესთან ერთად. მშვიდად და ბედნიერად ვცხოვრობ ჩემი თემოს გვერდით.

- დაოჯახების შემდეგ, ერთმანეთში რაიმე თვისებები ხომ არ აღმოაჩინეთ?

- დაოჯახების შემდეგ მისი პიროვნება უფრო მეტად შევიყვარე. აღმოვაჩინე, რომ იმაზე მეტი დადებითი თვისება ჰქონია, ვიდრე მეგონა. ყოველდღე ვუყურებ და ვხვდები, ბედნიერება ჩემთან ძალიან ახლოს ყოფილა, მე კი შორს ვეძებდი.

.....

- როგორი დიასახლისი ხარ?

- დიასახლისობა ჯერ ვერ მოვასწარი. დაოჯახებიდან რამდენიმე კვირაში შოუში ამოვყავი თავი. თან, სახლში ბევრნი ვცხოვრობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი გასაკეთებელი საქმე არ რჩება... რაც შეეხება თემოს, ჩემი მომზადებული ყველაფერი მოსწონს, განსაკუთრებით კი, "ყიყლიყო"...

იხილეთ ინტერვიუ სრულად ჟურნალ "გზის" 21 მარტის ნომერში