"ბოდიში, მე გახლავართ რეჟისორი ლევან წულაძე" - რატომ არ უყვარს "ჭოლას" მობილური ტელეფონი?! - კვირის პალიტრა

"ბოდიში, მე გახლავართ რეჟისორი ლევან წულაძე" - რატომ არ უყვარს "ჭოლას" მობილური ტელეფონი?!

მეტად მოუხელთებელი რესპონდენტი, რეჟისორი ლევან წულაძე, იგივე" "ჭოლა" თავს გადახდენილ მხიარულ ამბებს ჟურნალ "გზასთან" იხსენებს, რომლიდანაც ერთ ისტორიას გთავაზობთ:

ტელეფონი

- ტელეფონი მაღიზიანებს იმიტომ, რომ მსახიობები მობილურს ვერ სწყდებიან. მე ველაპარაკები არა ადამიანს, არამედ ქსელს, სამყაროს. "გამორთე მობილური"! -ვეუბნები მსახიობს, ის კი მიყურებს და ამ დროს, "ესემესს" წერს. თუ ასე მეორდება რამდენჯერმე, მერე უკვე ვბრაზდები. ისიც, ჯიბეში იდებს ტელეფონს (ვიბრაციაზე აქვს დაყენებული), მაგრამ ისევ მოლოდინშია. ჰოდა, ვითომ მისმენს, სინამდვილეში, გონებით სხვაგან არის. საერთოდ, ძალიან იშვიათად ვრეკავ. განა, წინააღმდეგი ვარ? უბრალოდ, არ მიყვარს.

"ნეტარმოსაგონებელი" კომუნისტების დროს საავტორო უფლებების სპეციალური ორგანო არსებობდა, სადაც რეჟისორებს ჰონორარს ურიცხავდნენ. ერთხელ დამეზარა მისვლა და აი, ეს იყო ჩემი შეცდომა. დავრეკე: ბოდიში, მე გახლავართ რეჟისორი ლევან წულაძე. - უი, თქვენა ხართ? რა კარგია! -გავიფიქრე, თუ უხარიათ, ფულს რატომ არ მირიცხავენ-მეთქი? მერე კი ვუთხარი: დავდგი სპექტაკლი ამა და ამ თეატრში. - კი, ჩვენ ვნახეთ თქვენი დადგმა, ძალიან მოგვეწონა. -დიდი მადლობა, თუკი კმაყოფილი დარჩით. ბოდიშს გიხდით, არ შეგაწუხებდით, მაგრამ გამიჭირდა და რაღაც თანხაა, მგონი, 300 მანეთი. იქნებ მომცეთ. - ვაიმე, 300 მანეთი უნდა მოგცეთ? - უნდა მომცეთ, აბა, როგორ?! - დაიცადეთ ერთი წუთი. ლიკა (ვიღაცას გასძახა), რეჟისორი ლევან წულაძე რეკავს, 300 მანეთი მინდაო. ახლა იმის ხმა ისმის: რა ვქნათ, რომ არა გვაქვს? აბა, ზაირას ვკითხავ. ატყდა ერთი ამბავი. -რა ხდება, რა ორგანიზაცია ხართ-მეთქი? -არა, ბატონო, ჩვენ ჩვეულებრივი ოჯახი ვართო... თუ რამე შემეშალა, ბოდიში და დიდი მადლობა იმ ხალხს, მართლა რომ მოიწადინეს ჩემი დახმარება და ასე შეეცადნენ.

ხელმარჯვე გურულების ამბავი, ვინ ამზადებდა მარჯანიშვილის თეატრის კულისებში ხარჩოს და როგორ იქცევიან მსახიობები გასტროლებზე ყოფნისას?! - წაიკითხეთ და იხალისეთ ჟურნალ "გზის" 19 მაისის ნომერში.