"ამბობდა, ცუდად ვარო" - სცენაზე, დარბაზიდან უცხო პირი აიჭრა და სოფო ნიჟარაძეს დაარტყა
07-06-2016
"ამბობდა, ცუდად ვარო" - სცენაზე, დარბაზიდან უცხო პირი აიჭრა და სოფო ნიჟარაძეს დაარტყა
X Factor-ის მესამე "ლაივი" ყველასთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ალბათ, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ აუტსაიდერებში ნინა ყიფშიძე და მალიბუ ტუღუში აღმოჩნდებოდნენ. სამწუხაროდ, მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტი მალიბუმ დატოვა.

მესამე "ლაივი" მხოლოდ ამით არ დასრულებულა. მას შემდეგ რაც წამყვანებმა მალიბუ ტუღუში ხმათა უმრავლესობით აუტსაიდერად დაასახელეს, სცენაზე მენტორებიც ავიდნენ. ტრადიციულად, ყველა ერთმანეთს ამხნევებდა და წარმატებებს უსურვებდა, როდესაც სცენაზე, დარბაზიდან უცხო პირი აიჭრა და სოფო ნიჟარაძეს დაარტყა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ყველა გაოცებული
დარჩა. დაცვამ უცხო პირი სწრაფად გაიყვანა სცენიდან და ყველა საჭირო ღონისძიება გაატარა. ადგილზე მალევე გამოჩდა საგამოძიებო პოლიციაც.

გაგრძელება


რედაქტორის რჩევით