"არ მეგონა, თუ კარგი დიასახლისი და მზარეული ვიქნებოდი" - რატომ დაბრუნდა საქართველოში ნუკი კოშკელიშვილი? - კვირის პალიტრა

"არ მეგონა, თუ კარგი დიასახლისი და მზარეული ვიქნებოდი" - რატომ დაბრუნდა საქართველოში ნუკი კოშკელიშვილი?

ფოტოგალერეა

ამერიკაში ერთწლიანი ცხოვრების შემდეგ, ნუკი კოშკელიშვილის საქართველოში დაბრუნებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა: ჭორი გავრცელდა, თითქოს ქართველი ტელესახე ამერიკელ მეუღლეს დაშორდა...

ამერიკაში ცხოვრებასა და საქართველოში დაბრუნების მიზეზზე ნუკის ჟურნალი "გზა" ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- რატომ გადაწყვიტე თბილისში დაბრუნება?

- ჩამოსვლა უკვე ძალიან მინდოდა, რადგან ყველა (მეგობრები, ნათესავები...) მომენატრა. როგორც იქნა, მე და ბენმა ჩვენი თავისუფალი დრო გადავანაწილეთ და თბილისში გამომგზავრების დაგეგმვა მოვახერხეთ. რამდენიმე დღეში ჩემი დაბადების დღეა. გადავწყვიტეთ, ჯერ მე ჩამოვსულიყავი, მერე ბენიც აუცილებლად ჩამოვა. საქართველოში დაბრუნება ამერიკაში გამგზავრებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ მოვახერხე. აქაურობა საოცრად მომენატრა! არასოდეს მეგონა, თუ თითოეული კუთხე-კუნჭული, ყველა და ყველაფერი ასე მომენატრებოდა.

- ამერიკაში როგორ ცხოვრობ?

- ალბათ, ბევრისთვის გასაკვირიც არის, რომ ჩემი აქტიური ცხოვრება აქტიურ დიასახლისურ ცხოვრებაში გადაიზარდა. ჯერჯერობით, ეს ამპლუა მომწონს. მიხარია, რომ საშუალება მაქვს, საყვარელ ადამიანს დავეხმარო და ყველაფერში მაქსიმალურად შევუწყო ხელი. დიასახლისის ამპლუაც უნდა მომერგო. დაოჯახებიდან პირველი წელი დავისვენე, დიდად არაფერს ვაკეთებდი გარდა იმისა, რომ ოჯახურ საქმეებს ვადევნებდი თვალყურს. არ მეგონა, თუ კარგი დიასახლისი და მზარეული ვიქნებოდი.

- ნიუ-იორკში რომელ ვარსკვლავებს გადაწყდომიხარ?

- კარდაშიანებს, ასევე - "ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილიდან", ჯულია რობერტსის გმირის ჰომოსექსუალი მეგობრის როლის შემსრულებელს... ერთხელ მე და დედამ სეირნობისას სერიალის - "სექსი დიდ ქალაქში" ერთ-ერთი მსახიობი ვნახეთ. შემდეგ მეორეც დავინახეთ - ავტომობილში იჯდა... კალათბურთელი - მეჯიკ ჯონსონიც შემხვდა. "შემხვდა" ანუ დავინახე (იცინის)...

...

- შენს ცხოვრებაში სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ხომ არ ხდება, რის შესახებაც არ მიკითხავს?

- ჯერჯერობით, არაფერი. ისე, ყველა მეკითხება, - ბავშვის გაჩენას ხომ არ აპირებო? ჯერჯერობით, არ ვაპირებ. ამ ამბავს არ გამოგაპარებთ. ახლა ვცდილობ, აქ ცოტათი გავერთო, გავმხიარულდე... ამ მოკლე ხანში თუ რამე კარგი პროექტის განხორციელება მოვახერხე, თქვენი მკითხველი აუცილებლად შეიტყობს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ სტატია სრულად ჟურნალ "გზის" 16 ივნისის ნომერში