ნიკე კეშელავა ის ადამიანია, ვინც გასული 3 თვის განმავლობაში, უამრავი ქართველი გოგონასთვის საოცნებო მამაკაცთან - სტანისლავ ბონდარენკოსთან ერთად ყველაზე მეტ დროს ატარებდა. თავდაუზოგავი შრომისა და გულშემატკივართა მხარდაჭერის შედეგად, ნიკემ და სტასმა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გაიმარჯვეს. ჟურნალი "გზა" ნიკე კეშელავასთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:- ნიკე, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" საქართველოში ძალიან პოპულარული ბიჭის, სტანისლავ ბონდარენკოს პარტნიორობა როგორი იყო?- რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ მისი პარტნიორი უნდა ვყოფილიყავი. თითქმის ყველა გოგო ოცნებობდა მასთან ცეკვაზე. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ სტასის სახით, ახალი მეგობარი შევიძინე: ის ძალიან კარგი ადამიანია. მართლა და-ძმასავით ვართ...- სტასის თაყვანისმცემლები შენზე არ ეჭვიანობენ?- არა, პირიქით- ჩემ მიმართ დადებითად განწყობილები არიან. მათგან დიდ სითბოს ვგრძნობ. მინდა, ყველა გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო- გულთბილები და ყურადღებიანები არიან.- ბოლო თვეების განმავლობაში, სტასის გვერდით ყველაზე მეტ დროს შენ ატარებდი. გვითხარი, სტანისლავ ბონდარენკოს ისეთი რა შარმი აქვს, რომ უამრავ გოგონას მოსწონს?- მსახიობია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში არ თამაშობს- გულწრფელი, თბილი, დადებითი, ყურადღებიანი ადამიანია... კიდევ ბევრი რაღაც შემიძლია, ჩამოვთვალო. მაგალითად, სტასი ყველას მიმართ ძალზე პოზიტიურად არის განწყობილი.იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 14 ივლისის ნომერში