"თითქმის ყველა გოგო ოცნებობდა მასთან ცეკვაზე"
13-07-2016
"თითქმის ყველა გოგო ოცნებობდა მასთან ცეკვაზე"
ნიკე კეშელავა ის ადამიანია, ვინც გასული 3 თვის განმავლობაში, უამრავი ქართველი გოგონასთვის საოცნებო მამაკაცთან - სტანისლავ ბონდარენკოსთან ერთად ყველაზე მეტ დროს ატარებდა. თავდაუზოგავი შრომისა და გულშემატკივართა მხარდაჭერის შედეგად, ნიკემ და სტასმა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გაიმარჯვეს. ჟურნალი "გზა" ნიკე კეშელავასთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- ნიკე, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" საქართველოში ძალიან პოპულარული ბიჭის, სტანისლავ ბონდარენკოს პარტნიორობა როგორი იყო?
- რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ მისი პარტნიორი უნდა ვყოფილიყავი.
თითქმის ყველა გოგო ოცნებობდა მასთან ცეკვაზე. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ სტასის სახით, ახალი მეგობარი შევიძინე: ის ძალიან კარგი ადამიანია. მართლა და-ძმასავით ვართ...

- სტასის თაყვანისმცემლები შენზე არ ეჭვიანობენ?
- არა, პირიქით- ჩემ მიმართ დადებითად განწყობილები არიან. მათგან დიდ სითბოს ვგრძნობ. მინდა, ყველა გულშემატკივარს დიდი
მადლობა გადავუხადო- გულთბილები და ყურადღებიანები არიან.

- ბოლო თვეების განმავლობაში, სტასის გვერდით ყველაზე მეტ დროს შენ ატარებდი. გვითხარი, სტანისლავ ბონდარენკოს ისეთი რა შარმი აქვს, რომ უამრავ გოგონას მოსწონს?
- მსახიობია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში არ თამაშობს- გულწრფელი, თბილი, დადებითი, ყურადღებიანი ადამიანია... კიდევ ბევრი რაღაც შემიძლია, ჩამოვთვალო. მაგალითად, სტასი ყველას მიმართ ძალზე პოზიტიურად არის განწყობილი.

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 14 ივლისის ნომერში



რედაქტორის რჩევით