"რობერტ სტურუამ "ვეფხისტყაოსანზე" მუშაობა დაიწყო" - რაზე წყდება გული ია სუხიტაშვილს?
"რობერტ სტურუამ "ვეფხისტყაოსანზე" მუშაობა დაიწყო" - რაზე წყდება გული ია სუხიტაშვილს?
"გული მწყდება­, რომ ქართული ხასიათი კინოშიც იკარგება"

"სულ გვთხოვენ,­ შენს გმირს მოაკელი ემოცია, მინიმალიზმიო... მინიმალიზმი არაფრის კეთებას კი არ ნიშნავს..."


რუსთაველის თეატრის მსახიობის, ია სუხიტაშვილის ცხოვ­რებაში მსახიობ მიშა მესხთან­ განშორების შემდეგ ბევრი სია­ხლეა. თუმცა ყველა მხოლოდ მის პროფესიას უკავშირდება.

- თქვენ არაერთ ფილმში გადაგიღეს. ყველამ წარმატება მოიპოვა სხვადასხვა კინოფესტივალზე.

- წარმატება გვახარებს, მით უმეტეს, საერთაშორისო, თუმცა ყველაზე მეტად ფილმის ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგენას განვიცდით. "არ მინდა მომეწონოს" - პირდაპირ ამ
განწყ­ობით მოდიან კინოთეატრში, რადგან ფილმში მისი მეგობარი ან მისი "სასტავი" არ მონაწილეობს... ასე არ შეიძლება.

- ქართულ პოლიტიკაშიც ასეა. როგორ გავლენას ახდენს პოლიტიკა ხელოვანთა ცხოვრებაზე?

- პოლიტიკა არ უნდა იჭრებოდეს თეატრში, კინოში. ხელოვანი არ უნდა ეწირებოდეს ხელისუფლების ცვლილებებს...
გული იმაზე მწყდება­, რომ არ მინდა დაიკარგოს
რაღ­აც­... ქართული ხასიათი ნელ-ნელა კინოშიც იკარგება. დღეს, როდესაც რეჟისორი იღებს ფილმს მაგალითად, თბილისურ უბანზე, სადაც თბილისური ურთიერთობების გამოხატვა სჭირდება, ამას მსახიობს უემოციოდ აკეთებინებს, არადა, ჩვენ ძალიან ემოციური ხალხი ვართ და ეს ნელ-ნელა იკარგება კინოში. სულ გვთხოვენ,­ მოაკელი ემოცია, მინიმალიზმიო. მინიმალიზმი არაფრის კეთებას კი არ ნიშნავს... თუ ფილმში, ვთქვათ, ქართველ ქალს უკვდება ქმარი, მწუხარებას გამოხატავს მშვიდად - თვალებდახრილი; უყვარდება გოგოს ბიჭი, სიყვარულს გამოხატავს მშვიდად - თვალებდახრილი; ქალი გაიგებს, რომ ქმარი ღალატობს, ეჭვი­ანობას გამოხატავს მშვიდად­ - თვალებდახრილი. არადა, არა ვართ ასეთები ქართველები.­ მე მყავს მეგობრები, რომლებიც იტალიურ ეზოში ცხოვრობენ და ზუსტად ვიცი, როგორი ხმაური,­ ჟრიამული და გადაძახილებია ამ ეზოებში დღემდე. როცა ასეთ თემას ირჩევ კინოში გადასაღებად, მოდი და, გაითვალისწინე ქართული ხასიათი. რატომ მიყვარს იტალიური კინო? იმიტომ, რომ გროტესკულიც არის, ემოციურიც, ეს მათ შენარჩუნებული აქვთ. ფრანგული ფილმები იდუმალიც არის, ცოტა ეროტიკული, ანუ თავის ნიშას ყველა ინარჩუნებს. ჩვენ რატომ ვღალატობთ ამას, ვერ გავიგე...

დღემდე ძალიან მიყვარს "ფეოლა". "ჯარიკაცის მამას" ერთი კადრის გამო ვაღმერთებ - როდესაც სერგო ზაქარიაძის გმირს კახეთიდან ომში აცილებენ­ შვილის მოსანახულებლად, რაღაც გვითხარიო, ეუბნებიან. "რა უნდა ვთქვა, მივდივარ და მივდივარ, ეგ არის და ეგა!" - ამ ერთ ფრაზაში აჩვენა კახელი კაცის ბუნება, ერთ ამოსუნთქვაში.­ ასეთი ფრაზებისა და მომენტები­სგან შედგებოდა ქართული კინო, რომელმაც მოაღწია დღემდე და, მგონი, ცოტათი ვკარგავთ ამ განწყობას.

- ზაფხულში რას აპირებთ?

- ზაფხულს თბილისში გავატარებ. რობერტ სტურუამ "ვეფხისტყაოსანზე" მუშაობა დაიწყო და რეპეტიციები გვექნება.

- ვის ასახიერებთ?

- ვერ გეტყვით, აკრძალული გვაქვს.

- მიშა მესხსა და თქვენს ურთიერთობაზეც გკითხავთ.

- ყველაფერი როგორც იწ­ყე­ბა, ისე სრულდება. ჩვენ შორისაც დასრულდა. ახლა ჩემს პირად ცხოვრებაში სიმშვიდე და სიწყნარეა. თავიდან ბოლომდე სამუშაოში ვარ ჩართული.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (12)
gijua
02 აგვისტო 2016 14:51
ია მიყვარხარ, ჩემო ლამაზო, მალე გნახავ!
01 აგვისტო 2016 01:04
მარი და 888, სული არ გტკივათ, სული? რობერტს დაანებეთ თავი, იასაც. საქმეს მოკიდეთ ხელი, რომელსაც სამწუხაროდ ლანგრით ელით.
ელგუჯა
01 აგვისტო 2016 00:53
ეს ის რობერტ სტურუა არ არის,"ვეფხისტყაოსანს" იდიოტობა რომ უწოდა?თუმცა,ჩემს გამოხმაურებას,როგორც გჩვევიათ,მაინც არ გამოაქვეყნებთ.
12
31 ივლისი 2016 10:36
ძია ლენინზე ყველას უნდა ეწერა და დაედგა, ეს კლიშე იყო, მაგრამ "ვეფხისტყაოსანი" სასტურუო რომ არაა, თვითონაც იცის. ადრე გაბრაზებული წერდა , რა საშინელი ნაწარმოებიაო. რას მიაკვდა, რასაც ვერაფრით უგებს იმ მასალას? ვინ დაავალა ამისთანამ, თანაც დაისი უდგას შემოქმედებითად. არ უნდა გაბანძდეს ესეც და პოემაც, რომლის ფილოსოფიური და ალეგორიული შრეები სტურუას არც დაესიზმრება და მეცნიერულ შრომებს ეგ არ წაიკითხავს.
მარინა
31 ივლისი 2016 09:51
რა უნდა იყოს სტურუას დადგმული ვეფხისტყაოსანი, როცა კაცი ამბობს ვერაფერი ვერ გავუგე ამ ნაწარმოებსო! დიდი აბდა-უბდა სიტყვების რახა-რუხიაო....
იაო, ჩემო იაო ....
31 ივლისი 2016 01:21
არ ყოფილა ჩერჩეტი გოგო, თუმც მიშა კი მისით გაერთო!
gijua
30 ივლისი 2016 23:07
ია ძალიან მომწონხარ;მომწონხარ და მომწონხარ;ეგარი და ეგა!
inkognito
30 ივლისი 2016 17:46
სწორი ქნა რომ იმ დეგენერატ ნარკომანს გაშორდა
pepi
30 ივლისი 2016 16:16
"ვეფხისტყაოსანს" ხელი არ უნდა ეხლოს!
კაცი
30 ივლისი 2016 12:02
მართალი ბრძანდებით,ქ-ნო ია, თანამედროვე ქართული კინო ემოციებისგან მართლაც დაცლილია

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები