"არავითარი გამოთხოვება... რატომ მომიგონეს ასეთი რამ, არ ვიცი"
"არავითარი გამოთხოვება... რატომ მომიგონეს ასეთი რამ, არ ვიცი"
არსებობენ კარგი მომღერლები, ძალიან კარგი მომღერლები და ნანი ბრეგვაძე"- ძნელია, ამ სიტყვების ავტორს არ დაეთანხმო. ნანი ქართველების სიამაყეა.

მომღერალი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოლო კონცერტის ჩასატარებლად ემზადება, რომელიც 20 აგვისტოს, ბათუმში გაიმართება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ესტრადის ლეგენდა სცენის დატოვებას გეგმავს და ამ საიუბილეო კონცერტით იგი მსმენელს ეთხოვება.

"კვირის პალიტრას" მომღერალმა ეს ინფრომაცია არ დაუდასტურა. "ეს არასწორი ინფორმაციაა. ჩვეულებრივ კონცერტს ვგეგმავ - არავითარი გამოთხოვება და სცენასთან დამშვიდობება. რატომ მომიგონეს ასეთი
რამ არ ვიცი. საერთოდაც 80 წლისა დეკემბერში ვხდები" - ამბობს ქალბატონი ნანი.

ვულოცავთ იუბილეს ქალბატონ ნანის და გთავაზობთ ამონარიდს "კვირის პალიტრის" საარქივო სტატიიდან:


- ქალბატონო ნანი, სიმღერა როდის შემოიჭრა თქვენს ცხოვრებაში?
- ალბათ, პირველად რომ თვალი გავახილე, იმ წამიდან. ჩემი ექვსივე დეიდა, ბაბუა, დიდი ბებია - ყველანი მღეროდნენ...
ფორტეპიანოსთან მეცადინეობა არ მიყვარდა, მაგრამ დედა სულ გვერდით მეჯდა. ღამის ორ საათზეც რომ დავწოლილიყავი, დილის 10 საათზე მაინც ინსტრუმენტთან დამსვამდა. უკვე კონსერვატორიის სტუდენტიც, ამ რეჟიმში ვცხოვრობდი. ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდა ბაზარში. იმ წუთშივე სიმღერას ვიწყებდი. რომ დაბრუნდებოდა, მაშინვე კლასიკაზე გადავიდოდი.

- არაჩვეულებრივად მღერით და უკრავთ, კიდევ რა გამოგდით უზადოდ?
- ძალიან მიყვარს სახლის დალაგება. კიდევ ჭურჭლის რეცხვა. კარტოფილს ვწვავდი არაჩვეულებრივად. დედაჩემი საუკეთესო მზარეული იყო. ახლაც სულ ვადარებ მისნაირად თუ ამზადებს ვინმე. ის რომ ბადრიჯანს აკეპავდა ნიგოზში... დედა სულ მანებივრებდა. ავად რომ გახდებოდა, მამას ეუბნებოდა, გიგა, არ დატოვო ბავშვი მშიერიო. ხომ იცით, კაცებს გემრიელი ხელი აქვთ. ახლა ეკას აქვს კარგი ხელი, ყველაფერი ეხერხება: სახლის დალაგება, ყიდვა, მოტანა, რემონტი, სადილი, ქსოვა... როლები გავცვალეთ - ახლა ეკაა ჩემი დედა და მე მისი შვილი ვარ.

- ნანის ხშირად ავიწყდება სიმღერის ტექსტებიო...
- "Снегопад" და "თბილისო" - ამ ორ სიმღერას მთელი სიცოცხლე ვმღერი, მაგრამ მათი ფენომენი ჯერაც ვერ ამოვიცანი. ყოველ შესრულებაზე მგონია, პირველად ვმღერი, მისი შესრულების ნიუანსები არ მთავრდება. 80 წელი რომ სიმღერა პოპულარულია, რა უნდა თქვა. ამას წინათ "Снегопад" ვიმღერე და გავჩერდი, ჩემთან ერთად მუსიკაც გაჩერდა. თურმე მესამე სტროფიდან დამიწყია და ერთ წუთში დამთავრდა. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა... მე კიდევ გათამაშება არ შემიძლია და პირდაპირ მივმართე: ბოდიში, მაგრამ სიტყვები დამავიწყდა და შემახსენეთ, როგორ იწყება-მეთქი. ისეთი სიცილი იყო დარბაზში... როცა უყვარხარ ხალხს, რაც გინდა, ის ქენი... მერე თავიდან შევასრულე. ეს ამბავი მურმანსკში მოხდა. (იხილეთ სრულად)

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (3)
......
05 სექტემბერი 2017 22:47
ვამაყობთ თქვენით
ქალი
ლეგენდა
marita
15 აგვისტო 2016 19:52
გმადლობთ, ნანი, რომ არსებობთ
Gogi
15 აგვისტო 2016 17:41
Nani saqartvelos saxea,qali eseti unda ikos tu sheudzlia.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები