გია როინიშვილი თუმანიშვილის სახელობის თეატრს უბრუნდება
გია როინიშვილი თუმანიშვილის სახელობის თეატრს უბრუნდება
შარშან მსახიობი გია როინიშვილი ქეთი დოლიძემ თუმანიშვილის თეატრიდან გაათავისუფლა. რეჟისორისა და მსახიობის დაპირისპირებას მაშინ საზოგადოებაში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ქეთი დოლიძე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სოციალურ ქსელში მწვავე პოსტებით პასუხობდნენ... დღეს კი ცნობილი გახდა, რომ წელიწადნახევრიანი დავა სასამართლოში გია როინიშვილის გამარჯვებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გია როინიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

როგორც გია როინიშვილი აღნიშნავს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეატრში მისი აღდგენის თაობაზე სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.
"სამწლიანი დავა
სასამართლოში დასრულებულია! დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თუმანიშვილის თეატრში ჩემი აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ! სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულიად! მინდა აღვნიშნო, რომ სააპელაციოში გასაჩივრება მოხდა თეატრის წინა ხელმძღვანელობის (ქეთი დოლიძე) დროს! წინასწარ ვულოცავ თუმანიშვილის თეატრს და ყველა ჩემს გულშემატკივარს შობა
-ახალ წელს!", - წერს გია როინიშვილი.

"ambebi.ge"

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები