"ჯიგრებმა იმღერონ ჯიგრული სიმღერები მეხუთე სადღეგრძელოდან" - რატომ დაუპირსპირდა დათო არჩვაძე მარინა ბერიძეს - კვირის პალიტრა

"ჯიგრებმა იმღერონ ჯიგრული სიმღერები მეხუთე სადღეგრძელოდან" - რატომ დაუპირსპირდა დათო არჩვაძე მარინა ბერიძეს

დათო არჩვაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე "მხოლოდ ქართულის" ადმინის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო გააზიარა და სკანდალური კომენტარიც გააკეთა: ამ მუსიკოსის მიმართ არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს, მაგრამ ესაა "მხოლოდ ქართული"?!!!!!!

ძალიან მიხაროდა და დიდი ინტერესით გავუშვი ბევრი ღირსეული კონკურსანტი, მარა ვერც ერთი ვერ მოხვდა კონკურსში, ვინც მართლაც რომ ჭეშმარიტად ქართული ჯიგრით მღერის. გაკვირვებული ვარ, კოლეგებო".

დათო არჩვაძის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ინტერნეტმომხმარებლები და მელომანები მის შეფასებას ეთანხმებიან. დათო არჩვაძეს გამოეხმაურა მარინა ბერიძეც და პასუხი სახალხოდ გასცა: "ჩემო დათო, ჯიგრული სიმღერა დიდი დოზით არის. აი, ახალგაზრდა ამერიკულ მუსიკაზე შემჯდარ ნიჭიერ და არაორდინარულ ბიჭს ქართულს რო შეაყვარებ და ამღერებ. ეს იქნება პროექტის გამარჯვება!!!!!! და ჯიგრებმა იმღერონ ჯიგრული და ფანოღური სიმღერები, ასე, მეხუთე სადღეგრძელოდან".

"პალიტრავიდეო"