ასადი ამნისტიას აცხადებს - კვირის პალიტრა

ასადი ამნისტიას აცხადებს

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ამნისტიას ჰპირდება  ყველა იმ მეამბოხეს, რომელიც  ერთი კვირის განმავლობაში ჩააბარებს იარაღს და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას შეწყვეტს. ამნისტია არაბული სახელმწიფოების ლიგის მიერ დამტკიცებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გეგმის ფარგლებში ცხადდება. თუმცა ოპოზიცია დანებებას და "ასადის კეთილი ნებით" სარგებლობას  არ აპირებს. ამნისტიის გამოცხადებას მორიგი შეტაკება მოჰყვა, რომელსაც 20 ადამიანი შეეწირა. სულ, ბოლო 6 თვის განმავლობაში ბაშარ ასადის რეჟიმმა 3000 ადამიანი იმსხვერპლა.