დემარში იუნესკოს წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

დემარში იუნესკოს წინააღმდეგ

აშშ-მა, ისრაელმა და კანადამ იუნესკოს დაფინანსება შეუწყვიტეს. მიზეზი იუნესკოში პალესტინის გაწევრება გახდა, რომელმაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მსგავსი უფლებები მიიღო. აშშ, ისრაელი და რიგი ქვეყნები ავტონომიიდან დამოუკიდებელ სახელმწიფომდე პალესტინის სტატუსის გაზრდას ეწინააღმდეგებიან და მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი ისრაელთან მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს. პალესტინა კი თელ-ავივთან დიალოგზე უარს აცხადებს მანამ, სანამ ებრაელები არაბულ მიწებზე დასახლებების მშენებლობას არ შეწყვეტენ. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ისრაელი არ აპირებს. ასევე, თელ-ავივმა პალესტინას არ გადასცა არაბულ ტერიტორიებზე აკრეფილი გადასახადები და ავტონომია დაფინანსების მთავარი წყაროს გარეშე დატოვა.