სუდანში ომი გრძელდება - კვირის პალიტრა

სუდანში ომი გრძელდება

სუდანში სამთავრობო ძალებსა და "სუდანის განმათავისუფლებელ არმიას" შორის შეტაკების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა. მეამბოხეებმა სამხრეთ კორდოფანის შტატში, ქალაქ თელუდის აღება სცადეს, თუმცა სამთავრობო ძალებთან დამარცხდნენ და უკან დაიხიეს. შეტაკებები ლურჯი ნილოსისა და დარფურის შტატებშიც გრძელდება. სამხრეთ კორდოფანის შტატში ამბოხება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა ხართუმმა მიზნად  შარიათის კანონებზე დაფუძნებული არაბული სახელმწიფოს შექმნა დაისახა. ზემოხსენებულ შტატში არაბული ტომები არ ცხოვრობენ და ისინი სამხრეთ სუდანის შემადგენლობაში შესვლას ითხოვენ, რომელმაც დამოუკიდებლობა 2011 წლის ივლისში მოიპოვა.