მაიორის სკანდალური განცხადება - კვირის პალიტრა

მაიორის სკანდალური განცხადება

უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის გადამდგარი მაიორის, ნიკოლაი მელნიჩენკოს მტკიცებით, ქვეყანაში არალეგიტიმური სპეცსამსახური მოქმედებს, რომელიც პოლიტიკურ მკვლელობებს ახორციელებს.მისი თქმით, ამჟამად სპეცსამსახური პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენებას ისახავს მიზნად, რადგან ის ბევრ ოლიგარქს გზაზე გადაეღობა. მელნიჩენკოს ცნობით, არალეგიტიმური სპეცსამსახურის წევრები არიან უშიშროების სამსახურის, კონტრდაზვერვის, მილიციისა და პროკურატურის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც დაფინანსებას სწორედ ოლიგარქებისგან იღებენ.