კუბაში "დათბა" - კვირის პალიტრა

კუბაში "დათბა"

კუბის ხელმძღვანელმა რაულ კასტრომ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, პირველად 1959 წლის შემდეგ, მოსახლეობას უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის უფლება მიენიჭა.თუმცა კომუნისტურმა რეჟიმმა მაინც მიიღო ზომა, რომელმაც კუბელებს "სპეკულაციასა" და ქონების დაგროვებაში ხელი უნდა შეუშალოს. კერძოდ, კუბის მოქალაქეს მხოლოდ უძრავი ქონების ორი ობიექტის (სახლი და აგარაკი) ფლობის უფლება ეძლევა, სავაჭრო ოპერაციები კი მხოლოდ კუბის ცენტრალური ბანკის მეშვეობით უნდა განახორციელონ. ზემოხსენებული გადაწყვეტილება ეკონომიკის მოდერნიზაციის გეგმის ნაწილია, რომელიც კუბის კომპარტიამ მეშვიდე ყრილობაზე დაამტკიცა.