გაუგებრობა ჯიხურის გამო - კვირის პალიტრა

გაუგებრობა ჯიხურის გამო

თბილისის მერიის მიერ სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლებასთან დაკავშირებით გამოცხადებული 4 აუქციონი 7, 9, 15 და 16 ნოემბერს უნდა გაიმართოს.თუმცა გაზეთმა "რეზონანსმა" ახალი ჯიხური, რომელიც მერიის ვებგვერდზე განთავსებული დიზაინით იყო დამზადებული და გამოცხადებულ ლოტზე განთავსებული,  აუქციონამდე ორი კვირით ადრე, 2 ნოემბერს, საბურთალოს რაიონში, ბულაჩაურისა და იოსებიძის ქუჩების გადაკვეთაზე აღმოაჩინა. თავიდან მერიაში გაკვირვება გამოთქვეს, შემდეგ კი ტექნიკურ უზუსტობაზე მიუთითეს და განაცხადეს, რომ ჯიხური ზემოხსენებულ ადგილზე მეპატრონემ 2010 წლის 14 აგვისტოს გაცემული ნებართვის საფუძველზე განათავსა, რაც შეცდომაა. მერიამ პირობა დადო, რომ ჯიხურს ადგილს შეუცვლის.