გალელების გააფხაზება იწყება? - კვირის პალიტრა

გალელების გააფხაზება იწყება?

გაგრაში აფხაზ უხუცესებთან გამართული შეხვედრისას, ე.წ. აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარე ნუგზარ აშუბამ განაცხადა, რომ ნეგატიური ისტორიული მოვლენების გამო, სამირზაკანოელებმა”(ასე უწოდებენ აფხაზები სამურზაყანოს) გვარები ქართულად გადაიკეთეს და ეს შეცდომა უნდა გამოსწორდეს.აშუბას უხუცესებიც დაეთანხმნენ. გალელები არ გამორიცხავენ, რომ ადგილობრივმა მარიონეტულმა რეჟიმმა მათ  გვარების აფხაზურად  გადაკეთება აიძულოს. თუმცა მარიონეტული რეჟიმის მტკიცებით, აფხაზურ გვარზე გადასვლა მხოლოდ პირადი განცხადების საფუძველზე მოხდება.