ისრაელის საელჩომ კალმახელიძეს და ტუღუშს მიმართა - კვირის პალიტრა

ისრაელის საელჩომ კალმახელიძეს და ტუღუშს მიმართა

საქართველოში ისრაელის საელჩოს წერილობითი მიმართვა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძისა და სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშისადმი საპყრობილეში მყოფი ებრაელი ბიზნესმენების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის უფლებების დარღვევას ეხება.ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადება, რომ საპატიმროში ფუქსისა და ფრენკელის  უფლებები ირღვევა - ეზღუდებათ სატელეფონო საუბრები, უმიზეზოდ ჩხრეკენ მათ საკნებს და დამამცირებლად ექცევიან.