"ქართული პარტია" იცლება - კვირის პალიტრა

"ქართული პარტია" იცლება

"ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის ბესო კურტანიძის ცნობით, სოზარ სუბარმა შესაძლოა, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ უახლოეს მომავალში განაცხადოს. კურტანიძე, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა, სუბარის თანაგუნდელი იყო. ასევე პარტიიდან გარიცხეს  ბიზნესმენი კოტე გოგელია. თუმცა გოგელიას მტკიცებით, ის "ქართული პარტიიდან" თავისი ნებით წავიდა და დიდი ხანია, ამ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან არაფერი აკავშირებს.