საგანელიძე გენმდივნობიდან წავიდა - კვირის პალიტრა

საგანელიძე გენმდივნობიდან წავიდა

დავით საგანელიძემ„"ახალი მემარჯვენეების" გენერალური მდივნის თანამდებობა დატოვა.ამის მიზეზად კი პარტიის მთავარ კომიტეტთან ზოგიერთი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია. მისივე თქმით, ის„"მემარჯვენეების" დატოვებას არ აპირებს. საგანელიძე არ გამორიცხავს ბიძინა ივანიშვილის„"ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობასაც, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ„"ქართული ოცნება" საზოგადოებრივი მოძრაობა იქნება და არა პოლიტიკური პარტია.