დასჯილი კონსული - კვირის პალიტრა

დასჯილი კონსული

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ში საპატიო კონსულს, ბიზნესმენ ლაშა დარბაიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა. უწყების მტკიცებით, დარბაიძე არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. თავად დარბაიძე აცხადებს, რომ 24 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლების დავალებით მას შეხვდა ადამიანი და საკონსულოს საიტზე განთავსებული ფოტოსურათების ჩამოხსნა მოსთხოვა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ჯონ ბასის შეხვედრას ასახავდა. უარის მიღების შემდეგ კი დარბაიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. ყოფილი საპატიო კონსულის თქმით, მას მოქალაქეობაც შეუწყვიტეს ორი დღის შემდეგ, რაც ივანიშვილს საქართველოს პასპორტი ჩამოართვეს. არადა, დარბაიძის თქმით, წესით, მოქალაქეობა წელიწად-ნახევრის წინ უნდა ჩამოერთმიათ, ანუ მაშინ, როცა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო.