რასმუსენი 9 ნოემბერს გვეწვევა - კვირის პალიტრა

რასმუსენი 9 ნოემბერს გვეწვევა

9 ნოემბერს საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების ვიზიტი იწყება. რასმუსენი 9 ნოემბერს თბილისში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას უხელმძღვანელებს. 10 ნოემბერს გენერალური მდივანი და ნატოს ქვეყნების ელჩები პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს და პარლამენტარებს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდებიან. ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართავენ შეხვედრას. 10 ნოემბერსვე რასმუსენს ბათუმში  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს. ასევე, იგეგმება ნატოს გენერალური მდივნის სიტყვით გამოსვლა თსუ-ში.