რაისმა ომი გაიხსენა - კვირის პალიტრა

რაისმა ომი გაიხსენა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი თავის წიგნში "No Higher Honor " იხსენებს, როგორ დაურეკა 2008 წლის აგვისტოში, საქართველო-რუსეთის ომისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთ პირობად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წასვლა დაასახელა.ლავროვი ითხოვდა, რომ ეს მოთხოვნა მათ შორის უნდა დარჩენილიყო. რაისმა ყურებს არ დაუჯერა.  "ბატონო სერგეი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის გადადგომაზე არ ლაპარაკობს, - ვუთხარი მე," - წერს ყოფილი სახელმწიფო მდივანი. ამის შემდეგ რაისმა მსოფლიოს ლიდერებსა და გაეროს უშიშროების საბჭოს ლავროვის მოთხოვნის შესახებ შეატყობინა.