მსო-ს საკითხი დაიხურა? - კვირის პალიტრა

მსო-ს საკითხი დაიხურა?

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების საკითხის თაობაზე მოსკოვსა და თბილისს შორის შეთანხმება შედგა, რომელიც იურიდიულად 10 ნოემბერს უნდა გაფორმდეს.ორივე მხარე ამ შეთანხმებას დიპლომატიურ გამარჯვებას უწოდებს და ეროვნული ინტერესების დაცვაზე საუბრობს. შვეიცარიის მიერ შეთავაზებული ვარიანტის მიხედვით, სამი საკონტროლო დერეფანი შეიქმნება - ფსოუ-ზუგდიდის, როკი-გორისა და ლარსის. ალბათ, საბოლოო დოკუმენტში გაირკვევა, შეთანხმებაში ფსოუსა და როკის მონაკვეთები საქართველო-რუსეთის საზღვრად დაფიქსირდება თუ“რუსეთ-აფხაზეთის”ან“რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვრებად. ასევე გასარკვევია, მონიტორინგს აუდიტორული კომპანიები განახორციელებენ, როგორც ამას რუსული მხარე ამტკიცებს, თუ შვეიცარიის სახელმწიფოს წარმომადგენლები.