პარტიების დაფინანსებას სააგენტო გააკონტროლებს - კვირის პალიტრა

პარტიების დაფინანსებას სააგენტო გააკონტროლებს

პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების მონიტორინგის მიზნით ეროვნულ ბანკთან ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის ახალი სააგენტო იქმნება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის მიხედვით, სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტის წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინოს.