ჭყონია ეჭვობს, კურტანიძე მიესალმება - კვირის პალიტრა

ჭყონია ეჭვობს, კურტანიძე მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მეწარმე 45-60 წლამდე მოქალაქის დასაქმების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება, ბიზნესმენებიც გამოეხმაურნენ. მაგალითად, თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ ცოტა რთული იქნება ადამიანის ასაკის მიხედვით დასაქმება, თუ მას შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს. სამაგიეროდ, "ავერსის" ხელმძღვანელი პაატა კურტანიძე პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმება და აცხადებს, რომ მისი კომპანია აქცენტს სწორედ ზემოხსენებული ასაკის ადამიანების დასაქმებაზე გააკეთებს.