სოლიდარობა "ქართუ" ბანკს - კვირის პალიტრა

სოლიდარობა "ქართუ" ბანკს

პოეტ დავით მაღრაძის ინიციატივას, რომელიც "ქართუ" ბანკშისოლიდარობის ნიშნად ანგარიშის გახსნას გულისხმობს, საკმაოდ ბევრი მოქალაქე გამოეხმაურა.არსებული ინფორმაციით, ბანკში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში 4000-ზე მეტი ანგარიში გაიხსნა. ბანკის პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილის ცნობით, ორგანიზაციაზე ზეწოლა გრძელდება და 7 ოქტომბრიდან ბანკში 279 ანგარიში დაიხურა. ანგარიშები დახურეს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, მეცნიერებათა აკადემიამ, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მარიონეტების თეატრმა, შსს-მ და ამ სამართალდამცველი სტრუქტურის 500-მა თანამშრომელმა (არასახელფასო ანგარიში). ჯავახიშვილის განმარტებით, ამ უწყებების დიდი ნაწილის თანამშრომლებს (შსს-ს გამოკლებით) ივანიშვილი წლების განმავლობაში ფინანსურ დახმარებას უწევდა. თუმცა მიუხედავად მათი ქმედებისა, ბიზნესმენი მათ მატერიალურ მხარდაჭერას გააგრძელებს.