ხელმოწერების შეგროვება დაიწყო - კვირის პალიტრა

ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

65-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ  ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პრეზიდენტს ბიზნესმენისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ივანიშვილის მშობლიური სოფლის, ჭორვილის სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმაც მიმართეს."სკოლის დირექტორი ხელმოწერების შეჩერებას ითხოვს და ამბობს, რომ ხელმოწერების შეგროვებით არაფერი შეიცვლება", - აცხადებს ერთ-ერთი პედაგოგი ნონა ტყემალაძე. ივანიშვილისა და ხვედელიძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს.