ლიდერებს მასალას სისტემატურად მიაწვდიან - კვირის პალიტრა

ლიდერებს მასალას სისტემატურად მიაწვდიან

პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე  მადლობა გადაუხადა ოპოზიციის წარმომადგენლებს იმისათვის, რომ გამოძებნეს საკუთარ თავში ძალა, ქვეყნისთვის

მნიშვნელოვან საკითხებზე ერთიანი პოზიციით გამოსულიყვნენ. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს განვითარების შესახებ განსხვავებული პოლიტიკური აზრისა და ხედვის მიუხედავად, როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას, აქვს ერთიანი პოზიცია სამშობლოს დაცვის საკითხში. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სხდომაზე წარმოდგენილი ყველა პარტია მიიჩნევს, რომ დიალოგი არის ერთადერთი გზა, რომლითაც ყველაზე მწვავე საკითხების გადაწყვეტაა შესაძლებელი. თუ იქნება პარტიების ლიდერთა სურვილი, მათ სისტემატურად მიეწოდებათ ეროვნული უშიშროების საბჭოს მასალები, რათა მუდმივად იყვნენ საქმის კურსში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.