მექსიკის შს მინისტრი ავიაკატასტროფაში დაიღუპა - კვირის პალიტრა

მექსიკის შს მინისტრი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

მექსიკის შს მინისტრი ფრანსისკო ბლეიკ მორა ავიაკატასტროფაში დაიღუპა. შვეულმფრენი, რომელშიც მორა იჯდა, მეხიკოსთან ახლოს ჩამოვარდა.ავიაკატასტროფას 8 კაცი შეეწირა. მინისტრი ქალაქ კუერნავაკაში, პროკურორებთან შესახვედრად მიფრინავდა. სხვათა შორის, 2008 წელს კიდევ ერთი შს მინისტრი, ხუან კამილო მოურინიო, 2008 წელს მეხიკოს ცენტრში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.