თურქეთში ნგრევა გრძელდება - კვირის პალიტრა

თურქეთში ნგრევა გრძელდება

თურქეთის აღმოსავლეთით, ვანის პროვინციაში მორიგი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც 30 კაცი ემსხვერპლა, 50 კი ნანგრევებში მოჰყვა.თურქეთის აღმოსავლეთში პანიკაა, მოსახლეობა შიშობს, რომ დამანგრეველი მიწისძვრა კვლავ გამეორდება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში 23 ოქტომბერს მიწისძვრას 600 კაცი შეეწირა, ათეულათასობით კი უსახლკაროდ დარჩა.