საბერძნეთს ახალი მთავრობა ჰყავს - კვირის პალიტრა

საბერძნეთს ახალი მთავრობა ჰყავს

საბერძნეთს ჰყავს ახალი კოალიციური მთავრობა, რომელიც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე მწვავე კრიზისთან ბრძოლის ზომებს მიიღებს.მთავრობაში, რომელიც ევროკავშირის ზეწოლით შეიქმნა, სამი საპარლამენტო პარტია შევიდა. თუმცა საბერძნეთში, როგორც წესი, კოალიციური მთავრობები არ ამართლებს ხოლმე და პარტიებს უთანხმოების დაძლევა უჭირთ. საინტერესოა, რომ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს უპარტიო ლუკას პაპადიმოსი, რომელმაც ამ პოსტზე გეორგიოს პაპანდრეუ შეცვალა.