სარკოზიმ ნეთანიაჰუს მატყუარა უწოდა - კვირის პალიტრა

სარკოზიმ ნეთანიაჰუს მატყუარა უწოდა

კანში გამართულ "დიდი ოცეულის" სამიტზე ჟურნალისტებმა ერთ-ერთი მიკროფონის ტექნიკური გაუმართაობის წყალობით საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების პირადი საუბარი მოისმინეს,რომელიც ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებასა  და პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეეხებოდა. "მისი დანახვა აღარ შემიძლია, მატყუარაა", - უთხრა ნიკოლა სარკოზიმ ობამას ნეთანიაჰუს შეფასებისას. "თქვენ უკვე მოგბეზრდათ, მე კი ყოველთვის მიწევს ამ პრობლემების მოგვარება", - უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგას.