მორიგი ტრაგედია მაღაროში - კვირის პალიტრა

მორიგი ტრაგედია მაღაროში

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში, #4  მომპოვებელ უბანზე წმენდით სანგრევში ჭერი ჩამოინგრა და ორი მაღაროელი დაიღუპა. "საქნახშირის" ცნობით, უბედური შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, სამთო დარტყმა გახდა.შემთხვევას საგანგებო კომისია გამოიძიებს.

ბოლო უბედური შემთხვევა ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მიმდინარე წლის 9 სექტემბერს მოხდა, მაშინ ერთი მაღაროელი დაიღუპა. 2011 წლის 22 იანვარს ტყიბულის მაღაროში აფეთქებას ერთი კაცი ემსხვერპლა, 2010 წლის 3 მარტს - 4, იმავე წლის 27 აგვისტოს აფეთქებამ კი 4 მაღაროელი შეიწირა.