სტურუას სამხატვრო საბჭო ჩაანაცვლებს - კვირის პალიტრა

სტურუას სამხატვრო საბჭო ჩაანაცვლებს

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სამხატვრო საბჭო შეიქმნა.სამხატვრო საბჭოში შედიან თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა, მთავარი მხატვარი მირიან შველიძე, მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, მსახიობები კახი კავსაძე, ჟანრი ლოლაშვილი, მარინა ჯანაშია, თათული დოლიძე, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი და ნინო კასრაძე. საბჭო სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას ჩაანაცვლებს, საიდანაც რობერტ სტურუა ქსენოფობიის ბრალდებით გაათავისუფლეს.