გვანცა ყუფარაძე თავისუფალია - კვირის პალიტრა

გვანცა ყუფარაძე თავისუფალია

გვანცა ყუფარაძემ, რომლის გათავისუფლებასაც უფლებადამცველები წლებია ითხოვენ, სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.14 წლის ყუფარაძე თანატოლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. უფლებადამცველების მტკიცებით, საქმეში ძმებ კუბლაშვილების ახლობლები იყვნენ გარეული და მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით ხელი ყუფარაძეს შეაწმინდეს. ყუფარაძემ სრულად მოიხადა სასჯელი, ის ციხეში გახდა სრულწლოვანი და ამასთან, სტუდენტიც (ვრცლად იხ. გვ. 5; სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).